სტანდარტული

პროგრამის ოპერატორი (FINA /1C)

16 ოქტომბერი - 15 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
კახეთის გზატკეცილი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

შპს „“ჯიემსი მოტორსი GMC Motors’’ 10 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე და ყიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას,აგრეგატებს,ნაწილებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. კომპანია  აცხადებს  ვაკანსიას პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტის შეკვეთის პროგრამული გატარება 
  • ახალი კლიენტის რეგისტრაცია
  • ზედნადების ატვირთვა 
  • სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
  • შიდაგადაზიდვების დოკუმენტების შექმნა
  • მომხმარებლის ზარებზე რეაგირება და მათთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება.
  • FINA-ში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • სავალდებულოა ინგლისური/რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სავალდებულოა MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
საჭირო თვისებები/უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლიანობა, მობილიზებულობა, სისხარტე.
სამუშაო პირობები:

სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კმ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/LOVOL.GMC?locale=ka_GE

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eg.ge

მისამართი
კახეთის გზატკეცილი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
16 ოქტომბერი - 15 ნოემბერი