სტანდარტული

კონტაქტ ცენტრის ოპერატორი

18 ოქტომბერი - 17 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
61 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი
ხელფასი
900-1300 ₾
დასაქმების ტიპი
ცვლები
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ოპერატორების პოზიციებზე თბილისში.


მისამართი: ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზირი, 61. ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა" II სართული

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე, ცვლების პრინციპი (09:00-16:00/16:00-23:00)

ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა საჩუქრად / განვითარების პერსპექტივა


  1. ქართულენოვანი ოპერატორი - ანაზღაურება: თვეში 900 ლარი (ხელზე ასაღები)
  2. უცხოენოვანი ოპერატორი (costumer support) - ანაზღაურება თვეში 1300 ლარი (ხელზე ასაღები) - აუცილებელია ინგლისური ენის მაღალი დონის ცოდნა


სამუშაო აღწერილობა:


  • მომხმარებლის სრულყოფილი და კომპეტენტური ინფორმირება ორგანიზაციაში არსებული პროდუქტების, სერვისებისა და სიახლეების შესახებ;
  • პოტენციური მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება (დისტანციური არხებით);
  • კომპანიის უცხოენოვან პარტნიორებთან/ფილიალებთან/მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ზარების მიღება, საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარება;
  • პარტნიორ კომპანიებსა და შიდა ქსელის ოპერატორებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება

გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები შემდეგ ლინკზე: https://hel-ai.com/apply/Qn5Uj85


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სს მისო "ინტელიექსპრესისს" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაში მითითებულ ან სხვა პოზიციაზე.


თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.


წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ რეკვიზიტებზე: vacancy@intelexpress.ge / 032 2 49 25 25


,,ინტელიექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებებს!

კატეგორია
საბანკო-საფინანსო
სლოგანი
სწრაფი, მოქნილი, სტაბილური
18 ოქტომბერი - 17 ნოემბერი