სტანდარტული

IT მხარდაჭერის სპეციალისტი

29 ოქტომბერი - 28 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
ქვემო ქართლი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

“ჰაიდელბერგცემენტი” საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. 

 

 

 

შპსჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას რუსთავის ცემენტის ქარხანაში IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

სამუშაო ლოკაცია: რუსთავი, მშენებელთა ქ. #70

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00 საათი.

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  ტექნიკური და დისტანციური მხარდაჭერა;
  • აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფიის ინსტალაცია, შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
  • AD, Azure მომხმარებლების ანგარიშების მენეჯმენტი;
  • კომპიუტერების ტექნიკური გაუმართაობის დადგენა/დიაგნოსტიკა/აღმოფხვრა
  • სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.)ინსტალაცია/გამართვა;
  • კომპანიის საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად, შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • რუსთავის ქარხნების ინფრასტრუქტურის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, კომპიუტერულ მეცნიერებებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • Domain Controller/Active Directory - ცოდნა;
  • TCP/IP, DNS, DHCP და LAN/WAN -  ცოდნა;
  •  დეტალებზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • გუნდურად მომუშავე;
  • ადაპტაციისა და სწავლის უნარი;

 

 

არსებული პირობები და ბენეფიტები:

  •  ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით;
  • კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
  •  უფასო ტრანსპორტირებას სამსახურამდე ; 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით.

სააპლიკაციო ფორმა: https://wrk.ge/XCpyI6

 

გთხოვთ, ელ–ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება IT მხარდაჭერის სპეციალისტი (რუსთავი) წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

 

გისურვებთ წარმატებას!

                

 

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. 

 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. 

 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით 

 

შპსჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაკანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებსდისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 

კატეგორია
მშენებლობა
მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
29 ოქტომბერი - 28 ნოემბერი