სამშენებლო კომპანია „ჰიტეკო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე შესყიდვების დეპარტამენტში:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვ.დარასელია #4
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 საათამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება(ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა;
- MS Office -ის პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა, განსაკუთრებით Excel.
ძირითადი მოვალეობები:
- შეყიდვების მონაცემების ანალიზი სხვადასხვა წყაროებიდან(მომწოდებლის ფასები, შეკვეთების ისტორია, ბაზრის ტენდენციები და ა.შ);
- შესყიდვების ხარჯების შეფასება და მათი ოპტიმიზაციის გზების ძიება;
- შესყიდვების პროცესში გამოყენებელი პროდუქტებისა და სერვისების მონიტორინგი;
- ახალი მომწოდებლების მოძიება;
- ბაზარზე ღირებულებებისა და ტენდენციების კვლევა,კონკურენტული ანალიზის ჩატარება;
- შესყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა ბაზრის პირობების გათვალისწინებით;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია (ფასი, ვადები,ხარისხი);
- შესყიდვების პროცედურების გაუმჯობესება;
- შესყიდვების ბიუჯეტის კონტროლი;
- რისკების ანალიზი;
- შესყიდვების პროცესის სტატისტიკური რეპორტების მომზადება.
პიროვნული მახასიათებლები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გამართული მეტყველების, წერისა და პრეზენტაციის უნარი;
- მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჰიტეკო ჯგუფ"-მა დაამუშავ ოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."
გისურვებთ წარმატებას !