შპს საერთაშორისო გადაზიდვის კომპანია არის ლოგისტიკური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო გადაზიდვებს სახმელეთო, საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო მარშრუტებით.
ჩვენი მიზანია დავეხმაროთ იმპორტიორებს ტვირთის უსაფრთხოდ და სწრაფად გადაადგილებაში, საბაჟო პროცედურების გამარტივებაში და დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადებაში.
მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორის მთავარი ამოცანაა:
- იმპორტიორებთან და ტვირთ მფლობელებთან ეფექტური კომუნიკაცია
- იმპორტიორებისა და ტვირთ მფლობელების მოთხოვნების დროული და ეფექტიანი მართვა
- პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალი და გამავალი ზარების მართვა
- მომხმარებლების კითხვებზე პასუხის გაცემა სატელეფონო, ონლაინ პლატფორმებისა (Facebook, Instagram) და ელ.ფოსტის საშუალებით
- შეკვეთების მიღება, დამუშავება და მონიტორინგი
- მომხმარებლის პრობლემების დროული გადაჭრა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებებთან გადამისამართება
- კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება
- მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში მონაწილეობა
- CRM სისტემაში მონაცემების შეყვანა და განახლება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: საშუალო ან ბაკალავრის ხარისხი
- სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ენები:
- ქართული (მშობლიური)
- ინგლისური/რუსული (სასურველია საშუალო დონე)
კომპიუტერული უნარები:
- MS Office (Word, Excel, Outlook)
- CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
აუცილებელი უნარები:
- კომუნიკაბელურობა და დამარწმუნებელი საუბრის უნარი
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა
- ოპერატიულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- დროის მართვა და სამუშაოს პრიორიტეტიზაცია
- გუნდური მუშაობის უნარი
- პრობლემების გადაჭრის უნარი
- პასუხისმგებლობის
მოსალოდნელი შედეგები:
- მომხმარებელთა მაღალი კმაყოფილების უზრუნველყოფა
- შემოსული შეკვეთების და პრობლემების ეფექტურად მართვა
- სერვისის ხარისხის გაუმჯობესება