სტანდარტული

გაყიდვების უფროსი სპეციალისტი

26 თებერვალი - 28 მარტი
დეტალები
მისამართი
40 ჟიული შარტავას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
2000 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
10:30 - 18:30
გამოცდილება
2-3 წელი
დეპარტამენტი
გაყიდვები

ვაკანსიის აღწერა

კომპანია "Silk Road Line" რომელიც დაარსდა 2014 წელს მომხმარებლებს სთავაზობს საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების ფართო სპექტრს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ტრანსპორტირების სფეროში მოქმედ საერთაშორისო კომპანიებთან, რაც კლიენტებისთვის მრავალმხრივი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურების მიწოდების საშუალებას იძლევა. ჩვენი მიზანია, გავუმარტივოთ მომხმარებლებს ბიზნეს პროცესები და გავხადოთ ტრანსპორტირების გამოცდილება მაქსიმალურად კომფორტული და ეფექტური.

შპს "Silk Road Line" აცხადებს გაყიდვების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების პორტფელის შექმნა, მართვა და შენარჩუნება;
  • პოტენციური კლიენტების (ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების) მოძიება და მათთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება;
  • პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განვითარება;
  • დადგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სატრანსპორტო ექსპედიტორ/ფორვარდერ გადამზიდ კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა (A2);
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • პრეზენტაციის მომზადების/ჩატარების უნარი.

პირობები და ბენეფიტები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:30-18:30 სთ
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N40
  • ხელფასი: 2000 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე, პორტფელზე) + ბონუსი თვის ჭრილში გეგმის შესრულებიდან, რომელიც წარმოადგენს დადასტურებულ შესრულებულ შეკვეთებს. დასაქმებულის საპენსიოს 2%-ს იხდის დამსაქმებელი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • წელიწადში 5 კალენდარული ანაზღაურებადი დღე დამატებითი შვებულების სახით.

შერჩევის პროცესი:

  • ტესტირება (თუ კანდიდატმა ვერ გაიარა ტესტური ნაწილის გადასალახი ზღვარი, მასთან დაკავშირება არ მოხდება);
  • გასაუბრებისთვის კანდიდატების შერჩევა, დაკავშირება;
  • გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
26 თებერვალი - 28 მარტი