პრემიუმ +

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

14 აპრილი - 16 აპრილი
დეტალები
მისამართი
აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
900 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
ცვლები
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ინოვაციური გასართობი ონლაინ თამაშების კომპანია betlive ეძებს ენთუზიაზმით სავსე თანამშრომლებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, რომლებიც მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილების მიღებაში დაეხმარებიან. 

თუკი მომსახურების ინდუსტრიაში უკვე გარკვეულ გამოცდილებას ფლობ ან აღნიშნული პოზიციით დაინტერესდი, betlive შენს მისაღებად მზადაა!

რას გააკეთებ?

  • უპასუხებ შემოსულ ზარებს: შენ იქნები betlive-ის ხმა და მომხმარებლის გზათმკვლევი!
  • დაეხმარები მომხმარებლებს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
  • იქნები ამომწურავი ინფორმაციის მომწოდებელი;
რა უნარები უნდა ჰქონდეს კანდიდატს?

  • განათლება: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • გამოცდილება: გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომუნიკაციის უნარი: ჩვენი ძლიერი მხარეა მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის თავისუფლად და გამართულად გაზიარება;
  • გუნდური მოთამაშე: betlive-ის დინამიურ გუნდში კომუნიკაბელურობასა და გუნდური მუშაობის უნარს განსაკუთრებით ვაფასებთ; 
სამუშაო პირობები:

  • კვირაში 2-4 სამუშაო დღე (თვეში 14-16 სამუშაო დღე);
  • დღისა და ღამის ცვლები;
  • ანაზღაურება: 900 ლარი + 30%-მდე ბონუსი!
  • მდებარეობა: თბილისი, ა.ბელიაშვილის ქ.
დამატებითი შეთავაზებები/უპირატესობები:

  • პერფორმანსზე დაფუძნებული ბონუსი;
  • უფასო კვება;
  • პარკინგი;
  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
თუკი ამ ვაკანსიით დაინტერესდი და მზად ხარ ჩვენი წარმატებული გუნდის წევრი გახდე, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია.
გამოაგზავნეთ განაცხადი: https://wrk.ge/PRaasi

ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!
14 აპრილი - 16 აპრილი
გამარჯობა, მე ვარ წკაპი, Awork-ის AI ჩატი, რომელიც შენზე ზრუნვისთვის შეიქმნა.
თუ გინდა, ვაკანსია შენ მაგივრად მოვამზადო და გამოვაქვეყნო უბრალოდ მომწერე.
არც შაბლონები, არც მეილები, არც რეგისტრაცია, პატარა დიალოგი ჩვენს შორის, თან არავის აწუხებ, მხოლოდ მე