Premium

საწყობის თანამშრომელი

01 July - 06 July
Details
Address
Tbilisi
Salary
800 ₾ + Bonus
Employment type
Part time
Working type
Not specified
Working hours
13:00 - 20:00

Vacancy description

Citrus.ge - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. Citrus.ge - ზე ხელმისაწვდომია 40 000 - ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.

 

კომპანია ციტრუსი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

 

რას გთავაზობთ ჩვენ:


  • სტაბილური სამუშაო მზარდ კომპანიაში;
  • თანამშრომლის განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
  • სამუშაო გარემო, სადაც შესაძლებლობები ყველა თანამშრომლისათვის თანაბარია;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

რისი კეთება მოგიწევს:

 

  • შეკვეთების მიხედვით პროდუქციის მომზადება, მათი რაოდენობის და სახეობის გადამოწმება შეკვეთის სისწორის უზრუნველსაყოფად.
  • შეკვეთების უსაფრთხო შეფუთვა პროდუქციის დაზიანების თავიდან ასარიდებლად
  • შეკვეთების ჩატვირთვა ავტომობილებში და გადანაწილება მიწოდების შესაბამისი მარშრუტის მიხედვით, გასვლამდე გადამოწმება.
  • საწყობში პროდუქციის ეფექტური განთავსება და შევსების უზრუნველყოფა
  • საწყობში სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა/შენარჩუნება.
  • საწყობში არსებული პროდუქციის პერიოდული გადამოწმება, პროდუქციის რაოდენობისა და მახასიათებლების შეჯერება ERP/WMS მონაცემებთან.
  • მარაგების აღრიცხვასა და კონტროლში მონაწილეობის მიღება.

რისი ცოდნა დაგჭირდება:


  • აუცილებელია საწყობში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ERP/WMS სისტემების გამოყენების ცოდნა.
  • საწყობის ინვენტარიზაციის პროცესების ცოდნა მარაგების კონტროლისა და აღრიცხვისთვის.
  • დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი შეკვეთების სისწორის გადამოწმებისათვის.

საჭირო უნარები:


  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვა.

სამუშაო პირობები:


  • სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის გამზ., N34 / ალ. ყაზბეგის გამზ., N2ა
  • სამუშაო განაკვეთი: ნახევარი, ორშაბათი-პარასკევი 13:00 საათიდან 20:00 საათამდე, შაბათი 10:15 საათიდან 18 საათამდე, დასვენების დღე - კვირა
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.


დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

 

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ - www.citrus.ge

თქვენს მიერ რეზიუმეს  გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.   ანიჭებთ შპს ციტრუსს” უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;


"ციტრუსი" კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

 

 

გისურვებთ წარმატებას!

Category
Retail
Location
დავით გამრეკელის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
01 July - 06 July