სტანდარტული

The Shop-ის კონსულტანტი

20 ივნისი - 20 ივლისი
დეტალები
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

„აჭარა ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას The Shop-ის კონსულტანტის პოზიციაზე


სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14

სამუშაო განაკვეთი: სრული


ძირითადი მოვალეობები:


  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და მომხმარებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება
  • ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა სტუმრებთან და საჭიროების შემთხვევაში დახმარება პროდუქტის შერჩევაში
  • სამუშაო სივრცის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება

    საჭირო უნარები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

    ჩვენ გთავაზობთ:


  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს

აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/grGTvjFudO


კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
20 ივნისი - 20 ივლისი