ჩვენ ვართ Awork!

ჩვენი ხედვა ორ მისიას ემსახურება - კომპანიებისთვის დასაქმების პროცესი გავხადოთ უფრო მარტივი, სწრაფი და შედეგიანი. მაძიებლებისთვის კი სამსახურის მოძებნა აღარ იყოს დამღლელი და უშედეგო პროცესი.

Founders Team Photo
2K+
პარტნიორი კომპანია
25K+
შევსებული პოზიცია
500
Global in Eurasia-ს პორტფოლიო კომპანია
RANKED 3rd
საქართველოს ტოპ ჩარტები
4.9
შეფასების ქულა

ისტორიის დასაწყისი

Awork შეიქმნა რეალური გამოცდილებიდან. ჩვენ მივაგენით პრობლემას და დავინახეთ, რომ ძალიან მალე CV-ების მექანიკური გაგზავნა ისეთივე მოძველებული იქნებოდა, როგორც ელფოსტის ნაცვლად ფაქსის გამოყენება. ვხედავდით ახალი ტექნოლოგიები როგორ გაამარტივებდა პროცესებს სამუშაო ბაზარზე. კითხვა აღარ იყო „მოხდებოდა თუ არა ეს“! კითხვა იყო, ვინ გააკეთებდა ამას სწორად?!

შედეგად, Awork-ის გუნდმა შექმნა პლატფორმა და თანამედროვე ტექნოლოგიები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. ხელოვნური ინტელექტის მოდელებით სრულიად იცვლება გამოცდილება:

  • თუ როგორ ეძებენ ადამიანები სამუშაოს და აღარ კარგავენ შანსებს
  • თუ როგორ ქირაობენ კომპანიები თანამშრომლებს და აგნებენ სწორ კანდიდატებს

დღეს Awork აერთიანებს:

  • ათი ათასობით სამუშაოს მაძიებელს
  • ათასობით კომპანიას
  • AI პლატფორმას, რომელიც ყოველდღიურად უმჯობესდება

ჩვენი მიზანი არა უბრალოდ პლატფორმის შექმნა იყო, არამედ ახალი სტანდარტის დამკვიდრება შრომის ბაზარზე, რაც აქტიურად გრძელდება.

Awork AI ასისტენტი

🔍

ეხმარება მომხმარებელს

  • ძლიერი პროფილის შექმნაში
  • შესაბამისი ვაკანსიების აღმოჩენაში
  • აპლიკაციების ავტომატურ გაგზავნაში (Job Autopilot)

💼

ეხმარება ბიზნესს

  • სამუშაო აღწერილობის შექმნაში
  • ვაკანსიის სწრაფად გამოქვეყნებაში
  • შემოსული აპლიკაციების ავტომატურ დახარისხებაში

ჩვენი ღირებულებები

ვიცით, რომ მომხმარებელზე ორიენტირებული წარმატებული კომპანიის განვითარება შეუძლებელია თუ არ არსებობს ღირებულებათა ერთიანობა, რაც იდეას უდევს საფუძვლად. ამიტომაც Awork-ის გუნდის მუშაობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

  • გამჭვირვალობა
  • ინოვაციურობა
  • სიმარტივე
  • გუნდურობა
  • გულწრფელობა
  • მომხმარებელთა მხარდაჭერა
  • ემპათია
👥

მომხმარებელზე ორიენტირებული

ჩვენთვის მომხმარებელი პრიორიტეტია. ვუსმენთ მათ საჭიროებებს, ვპასუხობთ თანამედროვე გამოწვევებს და ვქმნით გამოცდილებას, რომელიც რეალურ ღირებულებასა და კმაყოფილებას ქმნის.

🤝

ერთგული

ჩვენი ერთგულება ხარისხის მიმართ უცვლელია. სწორედ ეს მისწრაფება გვიბიძგებს, მუდმივად გადავაჭარბოთ მომხმარებლებისა და პარტნიორების მოლოდინს და შევქმნათ მყარი, ნდობაზე დაფუძნებული ხანგრძლივი ურთიერთობები.

📈

ზრდაზე ორიენტირებული

ჩვენთვის გამოწვევები განვითარების შანსია. მუდმივად ვსწავლობთ და ვნერგავთ სიახლეებს, რადგან გვჯერა, რომ სწორედ ეს არის ზრდისა და საერთო წარმატების გზა.

ჩვენი ისტორია გრძელდება!

Awork განაგრძობს ზრდას და ინოვაციის გავრცელებას საზღვრებს მიღმა.

AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით სამუშაოს ძიება დღეს უფრო სწრაფი, ჭკვიანი და პერსონალიზებულია. 150,000-ზე მეტი ჩამოტვირთვითა და გლობალური ბრენდების ნდობით, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ისტორიის განვითარებას

საჯარო პასუხისმგებლობა

ჩვენ გვესმის, რომ სამუშაო ბაზარი საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამიტომ Awork-ის ტექნოლოგია მუშაობს ადამიანებისთვის, და არა პირიქით.

იცავს მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტებს
არ იყენებს AI-ს მომხმარებლის ინტერესების წინააღმდეგ
მუდმივად აუმჯობესებს მოდელების არქიტექტურას

ჩვენი გუნდი

Awork-ის გუნდი აერთიანებს ტექნოლოგიის სპეციალისტებს, ადამიანურ რესურსებში გამოცდილ პროფესიონალებს და პროდუქტზე ორიენტირებულ ინოვატორებს.
ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ პლატფორმას, ჩვენ ვქმნით მომავლის ინფრასტრუქტურას

Giorgi Razmadze
Chief Executive Officer
Michael Nemsitsveridze
Chief Technology Officer
Vato Tabatadze
VP of Engineering
Elene Shengelia
Business Development Officer
Tamar Baladze
Corporate Account Manager
Gio Beridze
UI/UX & Front-end Lead
Luka Razmadze
Account Associate

Awork შექმნილია შენთვის