ააჩქარეთ და გაამარტივეთ დაქირავების პროცესი Awork Flow-თან ერთად

დაზოგეთ დრო და რესურსები: გაამარტივეთ დაქირავების პროცესი მართვის ჭკვიანი პანელით, მიიღეთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები AI ანალიტიკის დახმარებით. მართეთ ყველაფერი ერთიანი, მრავალფუნქციური პლატფორმით.

დაჯავშნე დემო

გადაწყვეტა

Awork Flow არის ტალანტების მართვის ერთიანი ინსტრუმენტი, რომელიც AI-სა და დიდი მონაცემების ანალიტიკაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად აჩქარებს და ამარტივებს რეკრუტინგის პროცესს.

90%
დროის დაზოგვა
40%
დაქირავების შემცირებული პერიოდი
5x
გუნდის ეფექტურობა

აღმოაჩინეთ Awork Flow-ს შესაძლებლობები

გაეცანით Awork Flow-ს ინტუიციურ ინტერფეისსა და ფუნქციურ მოდულებს, რომლებიც სპეციალურად დაქირავების სრული ციკლისთვის შეიქმნა. მართეთ თითოეული ასპექტი მარტივად, ერთიან ციფრულ სივრცეში.

კარიერის გვერდის პერსონალიზაცია

შექმენით გამორჩეული კარიერის გვერდი, რომელიც იდეალურად ერგება თქვენს კორპორატიულ სტილს. აჩვენეთ კანდიდატებს თქვენი სამუშაო გარემო და მიმდინარე ვაკანსიები.

  • ვაკანსიების ეფექტური პრომოუტირება
  • მომხმარებელზე ორიენტირებული დახვეწილი განლაგება
  • მოქნილი საძიებო სისტემა
  • სრული ინტეგრაცია არსებულ ვებგვერდთან

ვაკანსიის განთავსება

მართეთ და გამოაქვეყნეთ ვაკანსიები მარტივად, Awork Flow-ს ინტერფეისის დახმარებით. გაავრცელეთ ვაკანსიები სხვადასხვა პლატფორმებზე:

  • მრავალარხიანი გავრცელება
    გამოაქვეყნეთ ვაკანსიები რამდენიმე პლატფორმაზე ერთდროულად
  • შაბლონების ბიბლიოთეკა
    მზა შაბლონები პოსტების კიდევ უფრო სწრაფი განთავსებისთვის
  • შედეგების მონიტორინგი
    აკონტროლეთ ვაკანსიების ეფექტურობა დეტალური ანალიტიკის საშუალებით
  • ავტომატური განახლება
    შეინარჩუნეთ პოსტების აქტიურობა და ხილვადობა ავტომატურ რეჟიმში

აპლიკანტების მართვა

მართეთ და შეაფასეთ კანდიდატები მარტივად, დაქირავების ნებისმიერ ეტაპზე. აპლიკანტების მართვის სისტემა (ATS) დაგეხმარებათ შემოსული განაცხადების ეფექტურად ორგანიზებაში.

  • Kanban-სტილის სამუშაო დაფა
    კანდიდატების პროგრესის მკაფიო ვიზუალიზაცია დაქირავების ეტაპების მიხედვით
  • მორგებადი შეფასების ბარათები
    შექმენით კანდიდატების განხილვის თქვენზე მორგებული კრიტერიუმები
  • გუნდური შეფასება
    გააზიარეთ შენიშვნები და რეიტინგები რეკრუტინგის გუნდთან ერთად
  • ავტომატიზებული სამუშაო პროცესები
    მართეთ რუტინული ამოცანები წინასწარ გამართული ავტომატური ტრიგერებით
  • კანდიდატების პროფილები
    სრული ინფორმაცია თითოეულ აპლიკანტზე, ერთიან სივრცეში

უწყვეტი კომუნიკაცია

შეინარჩუნეთ მუდმივი კავშირი კანდიდატებთან ერთიანი საკომუნიკაციო სივრცის დახმარებით. მარტივად გააგზავნეთ სიახლეები და დაგეგმეთ ინტერვიუები.

  • ერთიანი ინბოქსი
    მართეთ მიმოწერა ყველა კანდიდატთან ერთ სივრცეში, პლატფორმიდან გაუსვლელად.
  • ელფოსტის შაბლონები
    შექმენით მზა შაბლონები სწრაფი, გამართული და პროფესიონალური პასუხებისთვის.
  • მასობრივი შეტყობინებები
    გაუგზავნეთ სიახლეები ან სტატუსის ცვლილებები ბევრ კანდიდატს ერთდროულად.
  • ინტერვიუს დაგეგმვა
    დაუკავშირეთ თქვენი კალენდარი სისტემას შეხვედრების ავტომატურად ჩასანიშნად

ინტერვიუების მარტივი მართვა

გახადეთ გასაუბრების პროცესი უფრო კომფორტული კალენდრის ინტეგრაციისა და ვიდეოზარების ფუნქციის დახმარებით. მოაწყვეთ ყველა ინტერვიუ ერთ, ორგანიზებულ სივრცეში.

  • კალენდრის სინქრონიზაცია
    მართეთ გასაუბრებების განრიგი თქვენს ყოველდღიურ კალენდართან სრული ინტეგრაციით.
  • ვიდეოკონფერენციები
    ჩაატარეთ ონლაინ ინტერვიუები პირდაპირ პლატფორმიდან, დამატებითი პროგრამების გარეშე
  • შეფასების ბარათები
    გამოიყენეთ სტანდარტული ფორმები კანდიდატების ობიექტური და სამართლიანი შეფასებისთვის

გუნდის ეფექტური მართვა

მართეთ რეკრუტინგის გუნდი მარტივად - გადაანაწილეთ წვდომის უფლებები როლების მიხედვით და გამოიყენეთ პლატფორმა ერთობლივი მუშაობისთვის.

  • მართვადი წვდომა
    განსაზღვრეთ ნებართვები და უფლებები თანამშრომლების როლებისა და პასუხისმგებლობების მიხედვით
  • გუნდური თანამშრომლობა
    ჩართეთ სხვადასხვა გუნდის წევრები შერჩევის პროცესში და იმუშავეთ ერთიან სივრცეში
  • აქტივობის ისტორია
    ადევნეთ თვალი პლატფორმაზე განხორციელებულ ცვლილებებს და აკონტროლეთ სამუშაო პროცესი

ანალიტიკა და რეპორტინგი

მიიღეთ სრული სურათი თქვენი რეკრუტინგის ეფექტურობაზე დეტალური ანალიტიკისა და მორგებული ანგარიშების დახმარებით.

  • რეალური დროის მონაცემები
    აკონტროლეთ ყველა მნიშვნელოვანი მეტრიკა ერთიან, მოსახერხებელ სივრცეში
  • მორგებული ანგარიშები
    შექმენით რეპორტები, რომლებიც ზუსტად პასუხობს თქვენი კომპანიის სპეციფიკურ საჭიროებებს
  • შედეგების მეტრიკა
    აკონტროლეთ ძირითადი HR KPI-ები მარტივი და თვალსაჩინო ვიზუალიზაციით
  • მონაცემების ექსპორტი
    გადაიტანეთ საჭირო მონაცემები სხვადასხვა ფორმატში შემდგომი ანალიზისთვის