რეკრუტერების 7 ტიპი - რომელი მათგანი ხარ შენ?

რეკრუტერების ყველაზე გავრცელებულ ტიპს ხომ არ მიეკუთვნები? შესაძლებელია გამორჩეული პროფესიონალი ხარ, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, კარგად გესმის რა სურს კლიენტს და სათანადო ნიჭითაც ხარ დაჯილდოებული, რაც სათანადო შედეგის მიღებაში გეხმარება. ანდაც, შეიძლება სულ ახლახანს დაიწყე კარიერა და მონდომებული ხარ, რაც შეიძლება მალე შეეჭიდო რეკრუტირების გასაოცარ სამყაროს.


Რომელ ჯგუფსაც არ უნდა ეკუთვნოდე, შენთვის საიდუმლო არ უნდა იყოს, რომ რეკრუტირება სამუშაოდ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ინდუსტრიაა. რეკრუტირებისა და დასაქმების კონფედერაციის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს  სექტორი 11%-ით გაიზარდა და £35.7 მილიარდს მიაღწია, და სამომავლო ზრდისთვის კიდევ მრავალი შესაძლებლობა არსებობს.

თუმცა, ზრდასთან ერთად კონკურენციაც იზრდება. ყველაფერის მიუხედავად, ბაზარი კვლავ საკმაოდ მკაცრია, კანდიდატები ბევრს ნერვიულობენ სამსახურების დატოვებაზე და შესაბამისად, კომპანიებიც სულ უფრო მეტს ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი რეკრუტირების პროცესში მათ მიერ ჩადებულ ძალისხმევაზე.

მაგრამ, კარგი ამბავი ის არის, რომ საუკეთესო რეკრუტერები, კვლავაც დომინირებენ ბაზარზე. თუმცა რა ტიპის რეკურტერები არსებობენ და შენ, თავად რომელ ჯგუფს მიეკუთვნები? ამ სტატიაში სწორედ ამის გარკვევას შევეცდებით.


  1. მარჯვე თავებზე მონადირე


რამდენად პროაქტიული ხარ, როდესაც საქმე ტალანტების ძიებას ეხება? უმეტესწილად, თავებზე მონადირეები მენეჯერული რგოლის ტიპებთან ასოცირდებიან, მაგრამ სულ უფრო და უფრო მეტმა თანამშრომლების მოძიებაზე პასუხისმგებელმა პროფესიონალებმა გაანალიზა ის სიკეთეები, რაც საუკეთესო ტალანტების პოვნაში თავებზე ნადირობას ახლავს თან.

ამ ტიპის რეკრუტერებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რეზიუმეების საძიებო საიტზე ატარებენ დიდ დროს, თუ პოპულარული სოციალური ქსელების გამოყენებით ცდილობენ კანდიდატებთან დაკავშირებას, ისინი ყოველთვის მზად არიან დაფარული ტალანტების აღმოჩენისათვის და კონკურენტი კომპანიებიდან ნაკლებად აქტიური კანდიდატების გადმოსაყვანად.

კარგად გამოსდით პოტენციური კანდიდატების აღმოჩენა, გააჩნიათ მოლაპარაკების არაჩეულებრივი უნარები და შეუძლიათ კანდიდატებთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება და რაც მთავარია - ყოველთვის მზად არიან პირველი ნაბიჯის გადასადგმელად.


  1. რეაქტორები


მეორე მხრივ არსებობენ რეაქტორები. ამ ტიპის რეკრუტერებს, რეზიუმეების მექანიკურ რეჟიმში ძიებისთვის და პოტენციურ კანდიდატებთან დასაკავშირებლად დრო უმეტესწილად არ აქვთ. ნაცვლად ამისა, ისინი ვაკანსიის შესახებ განცხადებებს აქვეყნებენ და აპლიკაციების მიღებას ელოდებიან. სწორედ ამიტომ, სამუშაო დაფები მათ საუკეთესო მეგობრად ითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაკლებად სტრატეგიული მიდგომაა, ზოგიერთ კომპანიაში სამქეს მაინც აკეთებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება ნაკლებად კვალიფიციური საქმისთვის ეძებდე კანდიდატებს, რაზეც მარტივია აპლიკაციის შეტანა. სწორედ ამიტომ, საჭირო არ არის ისეთივე პროაქტიულად ძიება, როგორც ეს თავებზე მონადირეების შემთხვევაშია.

მაგრამ ერთი რამ უეჭველია - უნდა იცოდე როგორ დაწერო “მკვლელი” განცხადება და ამისთვის HR-ებთან მჭიდრო მუშაობა დაგჭირდება.


  1. კანდიდატებთან მოჩურჩულე


არცერთ ზემოთ ნახსენები ტიპი არ გეცნო? მაშინ, დიდი ალბათობით შენ სანდო კანდიდატებთან მოჩურჩულე ხარ. იცი, კარგად რაც იგულისხმება ამაში. კანდიდატებს უყვარხარ, ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც კი დაელაპარაკები, ადვილად ახერხებ ძლიერი ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას, რაც უნიკალურ უპირატესობას განიჭებს, როდოესაც საქმე შენი ამოცანის შესრულებას ეხება.

მოდი ვაღიაროთ, რომ რეკრუტერებს ხშირად ძალიან ცუდად გამოსდით კანდიდატებთან საუბარი. კანდიდატებისთვის პირდაპირ არარელევანტური როლების მიცემიდან და კონსტრუქციული უკუკავშირის არ დაბრუნებიდან დაწყებული, ფულის მომხვეჭელის იმიჯითა და წერილების უპასუხოდ დატოვებით დამთავრებული, უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ არ მოსწონთ კანდიდატებს HR-ები.

მაგრამ შეგიძლია ამაზე არ იდარდო, რადგან ეს შენ არ გეხება! შენ სწორი ადამიანების, სწორ სამუშაოზე განაწილების ექსპერტი ხარ და როდესაც შენთან ანგარიშსწორების დრო დადგება, ეს ყველაფერი შენს ბენეფიტებზეც აისახება.


  1. ახალბედა


მოგესალმებით დაქირავების სამყაროში, ახალბედავ! ეს ერთ-ერთ ყველაზე უფრო სახალისო ტიპია რეკრუტერების; ყველაფერთან ერთად, პირველ ნაბიჯებს დგავ შენს კარიერულ გზაზე ამ ინდუსტრიაში და შესანიშნავი შესაძებლობაა შენი უნარების განვითარებისთვის. კარგი ამბავი ის არის, რომ დიდი გამოცდილება არ გჭირდება იმისთვის, რომ რეკრუტერი გახდე, მეტიც - უმეტეს შემთხვევაში შეგიძლია პირდაპირ სკოლიდან წახვიდე ამ სფეროში.

ახალი სამუშაოს დაწყება უმეტესწილად სტრესულია, მაგრამ ამ ინდუსტრიაში საკუთარი კვალის დატოვება ნამდვილად უნდა გინდოდეს. შეიძლება დასაწყისში ტელეფონზე საუბრისას ნერვიულობა იგრძნო, მაგრამ გახსოვდეს, რომ კანდიდატებიც ადამიანები არიან, ზუსტად ისევე, როგორც შენ! თან, დასაწყისში სავარაუდოდ უფრო მარტივ დავალებებთან გამკლავება მოგიწევს.

ამ ტიპის რეკრუტერები ძირითადად სხვა ადამიანების დახმარებით ახერხებენ პირველი თვეების გატარებას ახალ სექტორში. ასე რომ, იყავი რაც შეიძლება კეთილგანწყობილი კოლეგების მიმართ და გახსოვდეს, რომ მათგანი უამრავი სასარგებლო გამოცდილების მიღება შეგიძლია.


  1. ყბედი


ცოტა გადაჭარბებული ლაპარაკი რომ არ გიყვარდეს, დიდი ალბათობით ამ სფეროში არ იმუშავებდი. მაგრამ ზოგიერთი მათგანი სხვებზე ბევრად უფრო ყბედია. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ვიანაიდან ლაპარაკი გიყვარს, უფრო სავარაუდოა, რომ სხვბეთან, კლიენტები იქნებიან თუ HR-ები, საერთო ენის გამონახვა და კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებაც არ გაგიჭირდება.

თუ ამ ტიპის რეკრუტერი ხარ, დიდი ალბათობით, ტელეფონის ხელში აღება არ გაშინებს, და შენი დროის დიდ ნაწილს სწორედ კანდიდატებთან საუბარში გაატარებ. ასეთი რეკრუტერები მშვენივრად ართმევენ თავს მცირე ზომის საუბრებს და პროდუქტის გაყიდვას, თან ისე რომ გარშემომყოფების მოხიბვლასაც მარტივად ახერხებენ.

თუ ასეთი ტიპის რეკრუტერი ხარ, უბრალოდ გახსოვდეს რომ შენი მიზანი კონკრეტული როლის შესრულებაა და არა ყველასთვის საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარება.


  1. ტვინიკოსი ინოვატორები


ცდილობ სათანადო ტექნოლოგიების გამოყენებას შენი ძალისხმევის სასარგებლოდ? სავარაუდოდ გამუდმებით ითხოვ შენი მომწოდებლებისგან განახლებებს, იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ ისინი თავიანთი პროდუქტების განვითარებას, შენთვის უკეთესი დამთხვევების მოსაწოდებლად. თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ შენ ჭკუისკოლოფი ინოვატორების ჯგუფს მიეკუთვნები.

თუ ასეა მაშინ თანამედროვე ბაზარზე სხვებთან შედარებით ერთი ნაბიჯით წინ იქნები. კარგად გესმის, რომ დასაქმების ბაზარი გამუდმებით იცვლება და დაინტერესებული ხარ თანამედროვე მექანიზმების აღმოჩენით, რომელიც საუკეთესო ტალანტების მოძიებაში დაგეხმარება.

იმედია, რეკრუტირების სფეროში შენი პარტნიორები პერმანენტულად მოგაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ თავიანთი პლატფორმების გასაუმჯობესებლად, თუ არა, მაშინ დარწმუნდი რომ ამას გააკეთებენ.


  1. შიდა ჯადოქარი


თუ უმეტესწილად ოფისში ხარ და ასე ასრულებ შენ საქმეს, მაშინ დიდი ალბათობით სამსახურში “შიდა ჯადოქრის” სახელით გიცნობენ. კომპანიისთვის დასაქმების ნაწილს უძღვები და დიდი ალბათობით HR-ების ჯგუფთან ერთად ზიხარ. შესაბამისად, მთლიან ბიზნესს თავიდან ბოლომდე იცნობ და დარწმუნებული ყიდი თქვენთან მუშაობის მთავარ სიკეთეებს კანდიდატებზე.

არც კი ღირს იმის აღნიშნვა, რომ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გაქვს ჩამოყალიბებული HR-ებთან მთელი ბაზრის მასშტაბით. რა თქმა უნდა, შეიძლება თქვენს უნარებს სხვადასხვა მიმართულებით იყენებდნენ, მაგრამ საკმარისად ბევრი უნარი გაგაჩნია საიმისოდ რომ ყველაფერს ეფექტურად გაართვა თავი.

ამასთანავე, შენთვის ძალიან ნაცნობი უნდა იყოს ყველა ის როლი და თანამდებობა, რომლის დასაკავებლადაც ადამიანებს ეძებ, შესაბამისად რთული არ იქნება ტექნოლოგიებიდან მარკეტინგზე ან გაყიდვების კანდიდატებთან საუბარი. შედეგად, ყოველთვის მოახერხებ საუკეთესო ტალანტების პოვნას იმ როლისთვის, რომლის დასაკავებლადაც ადამიანებს ეძებ.


ხარ ერთ-ერთი ამ ტიპის რეკრუტერებიდან?


აი, ამ შვიდი სხვადასხვა ტიპის რეკრუტერს შეგიძლია შეადარო საკუთარი თავი. ნუ იდარდებ, თუ არცერთ კატეგორიაში არ ჯდები; საკუთესო რეკრუტერებს აქვთ განსხვავებული უნარებისა და სპეციალიზაციის ფართო ასორტიმენტი.


წყარო: CV-LIbrary