ვიდეო გასაუბრების დროს გამოსაყენებელი 20 ხრიკი, რომელიც აუცილებლად დაგეხმარება

ამ დროისთვის, უკვე კარგად უნდა იცნობდე ვიდეო გასაუბრებებისთვის მომზადების საფუძვლებს: შეარჩიე მშვიდი, სუფთა ადგილი, დარწმუნდი რომ მიკროფონი გამართულად მუშაობს და შარვლის ჩაცმა არ დაგავიწყდეს - სერიოზულად. მაგრამ, იმ ფონზე როდესაც დამსაქმებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ ისეთ ციფრულ პლატფორმებს, როგორიც არის Google Hangout, Zoom, ან Skype გასაუბრების ჩასატარებლად, სამსახურის მაძიებლებმაც სულ უფრო მეტად დახვეწეს საბაზისო მოთხოვნები, ამიტომ წესით კარგი იდეა უნდა იყოს, თუკი ციფრული გასაუბრების უნარებს გაიუმჯობესებ და შემდეგ საფეხურზე გადახვალ.


როგორც პირადი ინტერვიუების შემთხვევაში, ვიდეო გასაუბრების გასაღები “თავდაჯარებულობაში და საკუთარი თავის ჩვენებაშია” - ამბობს Muse-ის კარიერული მწვრთნელი ადრიენ თარნერნი (Adrean Turne), რომელიც კარიერული განვითარების პოდკასტის ( Coach Adrean’s FIT Tips ) წამყვანია და ასობით სამსახურის მაძიებელს დახმარებია ვიდეო გასაუბრებების მეშვეობით. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მიზანი ვიდეო გასაუბრების დროს იგივე გაქვს, რაც ტრადიციული ინტერვიუს დრო, არსებობს მცირე განსხვავებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღწევ ამ მიზნებს. შენი ამოცანაა საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენა და არა იმაზე ზრუნვა, რამდენად კარგად ისმის მიკროფონში შენი ხმა.

ქვემოთ შემოთავაზებული რჩევები დაგეხმარება თავი გაართვა ვიდეო გასაუბრებისთვის დამახასიათებელ უნიკალურ გამოწვევებს, რათა უზრუნველყო შენი წარმატება. ამ ინტერვიუებისთვისაც ზუსტად ისე უნდა მოემზადო, თითქოს ოფისში იყო მისასვლელი.



  1. ისე მოემზადე, როგორც პირადი გასაუბრების შემთხვევაში მოიქცეოდი

მხოლოდ იმიტომ, რომ გასაუბრება ზუმის (ან სხვა პლატფორმის) გამოყენებით მიმდინარეობს, არ ნიშნავს რომ ის რეალური არ არის. ეს ნიშნავს კომპანიის და იქ არსებული როლების შესახებ ინფორმაციის წინასწარ მოძიებას, გასაუბრების დროს ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების მომზადებას და ინტერვიუერისთვის საპასუხოდ დასასმელი კითხვების მოფიქრებას. ინტერვიუერები ისეთ კადრებს ეძებენ, რომელთან ერთად მუშაობასაც სამომავლოდ ადვილად წარმოიდგენენ, და ვინც მონდომებასთან ერთად ცოდნასაც აჩვენებს იმ პოზიციის შესახებ, რომლის დაკავებაც სურს - ასე რომ, მზად იყავი ამ ყველაფრის საჩვენებლად.



  1. ჩაიცვი შთაბეჭდილების მოსახდენად

როდესაც ონლაინ გასაუბრებისთვის სამოსს არჩევ, გახსოვდეს რომ ისევე ოფიციალურად უნდა გამოიყურებოდე, როგორც იმავე კომპანიაში პირისპირ გასაუბრებაზე წასვლის შემთხვევაში იქნებოდი (და კი, ეს გულისხმობს, თავიდან ფეხებამდე, ოფიციალურად ჩაცმას). ცდუნება, რომ ნაკლებად ფორმალურად ჩაიცვა, რადგან საკუთარი სახლიდან ერთვები, გასაგებია, მაგრამ ამან შეიძლება არასწორი შეტყობინება გაუგზავნოს დამსაქმებელს იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებული ხარ ამ სამსახურით. თარნერის თქმით “ერთი საათით ოფიციალურად გამოწყობას ტკივილის მოყენება არ შეუძლია”, მაგრამ საპირისპიროდ მოქცევას - შეუძლია.


ამასთანავე, შენი სურვილი უნდა იყოს, რომ კამერაში კარგად ჩანდე. შეგიძლია წინასწარ, იმავე პლატფორმის გამოყენებით, რომლსი მეშვეობითაც გასაუბრებას გაივლი, შეამოწმო როგორ გამოიყურები კამერაში. მაგლითისთვის, ოდნავ ღრმა ჭრილის ზედატანი შეიძლება სრულებით შესაფერისი იყოს პირადი საუბრის დროს, მაგრამ უცნაური სანახავი იქნები თუკი მთელი პერანგი ვიდეოს ჩარჩოს მიღმა დარჩება.



  1. დატესტე შენი ტექნიკა

შეამცირე ტექნიკური სირთულეები ინტერვიუს დროს გამოსაყენებელი პლატფორმის, ინტერნეტისა და აპარატურის წინასწარი გამოცდით. მეგობართან გამართული ვიდეო ზარის დახმარებით დარწმუნდი, რომ შენი ხმა მეორე მხარეს კარგად ისმის და ანალოგიურად - შენც კარგად გესმის სხვისი ლაპარაკი, ანალოგიურად უნდა მოიქცე ვიზუალური გამოსახულების ნაწილშიც.  ცოტა დრო დაუთმე პროგრამასთან დაახლოებას და დარწმუნდი რომ საბაზისო ელემენტები გესმის, განსაკუთრებით შენი მიკროფონის გამორთვა-ჩართვა.



  1. გამართე კადრი

როდესაც გასაუბრებაზე ოფისში მიდიხარ, კომპანია და ინტერვიუერია ფიზიკურ დეკორაციაზე პასუხიმსგებელი, მაგრამ ვიდეო-გასაუბრებებისთვის - შენ. დარწმუნდი რომ კარგ შთაბეჭდილებას დატოვებ კადრში


  1. მიაქციე ყურადღება  გარემოს

შეარჩიე მშვიდი ადგილი რაც შეიძლება ბუნებრივი ფონით, იქნება ეს სადა კედელი, თუ ოთახი ზედმეტი ყურადღების გამფანტავი დეკორაციების გარეშე. დარწმუნდი რომ სათანადო განათების ქვეშ ხარ (ბუნებრივი განათება საუკეთესოა ასეთი შემთხვევებისთვის), რომელიც შენი კომპიუტერის ან ტელეფონის უკან უნდა იყოს დამონტაჟებული და არა შენს ზურგს უკან (თუკი ტელეფონი უნდა გამოიყენო გასაუბრების დროს, სჯობს რაიმეზე დაამაგრო, ვიდრე ხელში გეკავოს). თუკი გიჭირს სახლში სათანადო სივრცის პოვნა ბუნებრივი განათებით, მაშინ დაფიქრდი წრიული სანათის გამოყენებაზე, რომელიც შენი ლეპტოპის ან ტელეფონის კამერის ირგვლივ შეგიძლია მოათავსო.



  1. ნუ დაჯდები ძალიან შორს ან ძალიან ახლოს

როგორც 10 სანტიმეტრში ან 2 მეტრში არ დაჯდებოდი ინტერვიუერიდან საკონფერენციო დარბაზში რომ იმართებოდეს შენი გასაუბრება, ასევე არ უნდა დაჯდე კომპიუტერიდან არაკომფორტული დაშორებით. როდესაც სკამის დასადგამ ადგილს არჩევ, დარწმუნდი რომ კადრში არც ძალიან ვიწრო და არც უზარმაზარი არ გამოჩნდები. კარგი პროპორციისათვის საჭიროა რომ ეკრანზე თავს ზემოთ მცირე ცარიელი ადგილი დატოვო, ასევე შეამოწმო რომ მხრები და მკერდის ზედა ნაწილი კარგად ჩანს ეკრანზე.



  1. მოემზადე ოპტიმალური თვალის კონტაქტისთვის

თუ გქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც გასაუბრების დროს თანამოსაუბრე შენს მხრებს უკან, ან შენგან სრულებით მოშორებით იყურება? როგორ ფიქრობ, რამდენად არსებობს თქვენ შორის ასეთ დროს კავშირი? სავარაუდოა, რომ არ არსებობს. მაშინ როდესაც რეალური თვალის კონტაქტის დამყარება ვიდეო გასაუბრების დროს შეუძლებელია, შენი ამოცანაა რაც შეიძლება დაუახლოვდე თანამოსაუბრეს. თანამოსაუბრის სახეში ყურება, როგორც წესი, საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ უსმენ და ჩართული ხარ მასთან საუბარში.

ამდენად, შეარჩიე ის კომფორტული მანძილი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს პირდაპირ უყურო ინტერვიუერს და არა ზემოდან ქვემოთ კამერაში. ასევე, ფანჯარა, რომელშიც ინტერვიუერი უნდა გამოჩნდეს შეეცადე შენი მოწყობილობის კამერასთან რაც შეიძლება ახლოს მიიტანო - ცენტრში მოთავსება საუკეთესო ვარიანტია ასეთ დროს. ასეთ დროს, როდესაც მათ უყურებ, როგორც ამას ბუნებრივად იზამდი პირისპირ საუბრის დროს, საკუთარ კამერაშიც იყურები.



  1. შეამოწმე სინათლე

სანამ საბოლოო შტრიხებს შეიტან შენს ვიზუალსა და ლოკაციაში, დარწმუნდი რომ კადრში არაფერი ირეკლება, ან ბრჭყვიალებს ისე, რომ ინტერვიუერს ყურადღება გაუფანტოს. ასეთ დროს მთავარი დამნაშავეები ძირითადად საათები, სამკაულები და სათვალეები არიან და შესაბამისად, პრობლემის მოგვარებაც მარტივად შეიძლება მათი გადაადგილებით.

თუმცა, ყველას ნამდვილად არ შეუძლია სათვალის მოხსნა გასაუბრებისთვის. შეგიძლია ამ ხრიკების გამოყენებით მაქსიმალურად შეამცირო ასეთი არასასურველი კაშკაში:


  • ადგილი შეუცვალე სანათს ან მიანათე ის კომპიუტერის უკან კედელს;

  • სცადე აბაჟურის განათების სასურველ დონეზე დაყენება ან საერთოდ მოაშორე ის;

  • ხანდახან უბრალოდ შეტრიალება და ადგილის შეცვლაც შეიძლება საკმარისი იყოს;

  • სცადე ლეპტოპის მონიტორის დარეგულირება ან შეამოწმე როგორ არის შენი ტელეფონი დამაგრებული.

მინიშნება: ეს ყველაფერი დღის იმ მონაკვეთში უნდა გააკეთო, როდესც ინტერვიუ გაქვს ჩანიშნული ან თუ ბუნებრივ განათებას იყენებ, ზუსტად გასაუბრების წინ უნდა დაარეგულირო ნათება.



  1. დახვეწე შენი ვიდეო-გასაუბრების უნარები

თუ ვიდეო საუბრებს მიჩვეული არ ხარ, საუბრის წარმართვა თავდაპირველად შეიძლება ცოტა გაგიჭირდეს, განსაკუთრებით თუ შენ თავსაც უყურებ ეკრანზე. თარნერის თქმით, ვიდეო გასაუბრების იმიტაცია მეგობართან ან კარიერული განვითარების მწვრთნელთან დაგეხმარება იმ ყველაფრის შემცირებაში, რასაც გასაუბრების დროს უნდა მიაქციო ყურადღება. შეიძლება ბუნებრივად მიდრეკილი ხარ კამერის მიღმა გახედვისკენ ან შენი ხელების ბუნებრივი ჟესტიკულაცია ძალიან დაბალია იმისთვის, რომ კამერაში გამოჩნდეს.


Muse-ის კარიერული მწრთნელი ელოის ენეტი ( Eloise Eonnet ), რომლის სპეციალიზაციაც საჯარო გამოსვლებს, პრეზენტაციასა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს აერთიანებს, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რეპეტიციის დროს კითხვებზე ისეთივე პასუხის გაცემაზე, როგორც ამას რეალური გასაუბრების დროს გააკეთებდი, განსაკუთრებით ისეთ კითხვებზე, რომელიც შენი წარსული გამოცდილების მნიშვნელოვან ნაწილებს შეეხება. “ნუ ახსენებთ სახელებს და რიცხვებს, რომელიც ინტერვიუს დროს პირველად უნდა დაასახელოთ ხმამაღლა” - ენეტის თქმით, არავის სურს მათ გამო ნერვიულობა ან ბლუყუნი შეცდომის დაშვების შიშით.



  1. ასევე ყურადღება მიაქციე შენი ხმის ჟღერადობას

თარნერის თქმით, როგორც წესი ადამიანები ღელავენ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებიან ვიდეო გასაუბრების დროს, თუმცა ხშირად ავიწყდებათ იმაზე ფიქრი, თუ როგორ ისმის მათი ხმა. ვარჯიშის დროს ყურადღება მიაქციე რამდენად სწრაფად ლაპარაკობ, დააკვირდი სად აკეთებ პაუზას და რა ტონს იყენებ - შემდეგ ჰკითხე შენს პარტნიორს, ვისთან ერთადაც ვარჯიშობ, გითხრას რომელიმე ზემოჩამოთვლილი თუ ურთულებდა მოსმენას ან ნათქვამის გაგებას.

ნებისმიერი ცუდი ინტერნეტ-კავშირის მქონე ინტერვიუერისათვის, შეეცადე რაც შეიძლება  გარკვევით ისაუბრო გონივრულ ტემპში და რაც მთავარია არ დაკარგო ბუნებრივობა. იმის გათვალისწინებით, რომ ვიდეო გასაუბრებაში ნაკლებად არის სხეულის ენაზე დაფუძნებული კომუნიკაცია, გჭირდება რომ შენი საუბრის მანერამ გამოხატოს, თუ რას გრძნობ თავად სათქმელზე. მაგალითად, შეეცადე, რომ შენს ხმაში იგრძნობოდეს აღტაცება, როდესაც შენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ლაპარაკობ.



  1. ჩამოწერე მცირე მინიშნებები - თუმცა შეეცადე რაც შეიძლება იშვიათად მიმართო მათ

ვინაიდან ინტერვიუერი ვერ შეძლებს დაინახოს, რა გიდევს მაგიდაზე (ან კომპიუტერის ეკრანზე), შეიძლება გაგიჩნდეს ცდუნება, რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია მოაგროვო შენს წინ ვიდეო გასაუბრებისთვის. მაგრამ ფრთხილად იყავი. თარნერი მხოლოდ მცირე მინიშნებების ქონის რეკომენდაციას იძლევა, რომელშიც დროგამოშვებით ჩაიჭყიტები. შეგიძლია ჩაიწერო მნიშვნელოვანი სახელები ან სხვა მცირე ფრაგმენტები და არა მთლიანი პასუხები. მისი თქმით, “არ უნდა ჩანდეს, თითქოს კითხულობ.”

ამავდროულად, ენეტი საერთოდ ეწინააღმდეგება ნებისმიერი ფორმით ჩანაწერების ქონას. მისი თქმით, “საუკეთესო ინტერვიუ რეალურად საუბარია და ასეთ დროს ჩანაწერები შეიძლება დაბრკოლებად იქცეს.” უმთავრესი მიზეზი, რატომაც იღებენ შენი სამსახურში აყვანის გადაწყვეტილებას, არის ის რომ მათ შენთან გარკვეული კავშირი იგრძნეს გასაუბრების დროს, რაც რთულია, როდესაც ყურადღება გაფანტული გაქვს.

თუ მაინც გადაწყვეტ, რომ მცირე ჩანაწერები გქონდეს გასაუბრების დროს, მაშინ გამოიყენე ისინი ვარჯიშის დროსაც. ეს საშუალებას მოგცემს დააკვირდე, რამდენად შეგიძლია მათი გამოყენება ისე, რომ საუბრის მიმდინარეობაში ხელი არ შეგიშალოს, ასევე რაც უფრო ბევრჯერ წაიკითხავ, საბოლოოდ სულ უფრო ნაკლებად დაგჭირდება მათი დახმარება.



  1. შეამცირე ჩარევები - მაგრამ თუ მაინც ექნება ადგილი, შეეცადე შენს სასარგებლოდ გამოიყენო ისინი

ყველანაირად ეცადე რომ მოსპო ნებისმიერი ჩარევის შესაძლებლობა. თუ ამის შესაძლებლობა გაქვს, გასაუბრებაზე ისეთი ოთახიდან უნდა ჩაერთო, რომლის კარიც შეგიძლია ჩაკეტო და ადამიანები, ვინც შენთან ერთად იყოფენ ამ სივრცეს, გააფრთხილო, რომ გასაუბრების დროს არ შეგაწუხონ. წინა დღეს შეამოწმე სივრცე და დარწმუნდი რომ რაიმე მოულოდნელი ჩარევა არ მოხდება. სულაც არ უნდა გინდოდეს რომ სამშენებლო სამუშაოებმა შეგიშალონ ხელი გასაუბრებაში. ასევე, ხმა გაუთიშე ან გამორთე ტელეფონი და ნებისმიერი სხვა ელექტრონული მოწყობილობა, რამაც შეიძლება ხმაური გამოიწვიოს და დააპაუზე შეტყობინებების მიღება კომპიუტერზე.

მიუხედავად ამისა, თუ მაღალია იმის ალბათობა, რომ ასეთი ხელისშემშლელი ფაქტორი იარსებებს შენს კონტროლს მიღმა, ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილე ინტერვიუერი და აჩვენე მათ რამდენად პროაქტიული ხარ. ეს ასევე დაგეხმარება არ აჰყვე ნერვებს თუ ასეთ სიტუაციაში რეალურად აღმოჩნდები. მაგალითად, თუ გვერდით ოთახში ძაღლია, რომელმაც მოულოდნელად შეიძლება დაიწყოს ყეფა უბრალოდ გააფრთხილე ინტერვიუერი ამის შესახებ.

ენეტის თქმით, “ეს არ ნიშნავს იმ ფაქტის უარყოფას რომ სახლიდან ერთვები, ეს უბრალოდ იმის დემონსტრირებაა, რომ მაქსიმალურად პროფესიონალურად უდგები საკითხს, რამდენადაც ეს მოცემულ სიტუაციაში არის შესაძლებელი.”



  1. გამოჩნდი რამდენიმე წუთით ადრე

3 საათისთვის ჩანიშნულ გასაუბრებაზე თუ ზუსტად 3 საათზე არ მიხვალ, მითუმეტეს არც 2:59 საათზე, არც ვიდეო გასაუბრების შემთხვევაში უნდა მოიქცე ასე. მოამზადე შენი კომპიუტერი ყველა ზედმეტი ფანჯრის დახურვით. თუ პორტფოლიო ან სხვა რაიმე მსგავსის გაზიარება გინდა გასაუბრების დროს, დარწმუნდი რომ ის მარტივად ხელმისაწვდომ ფორმატშია, თუმცა “ჩაკეცილი”.

რამდენიმე წუთით ადრე გამოჩნდი იმ პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც შენი გასაუბრება უნდა გაიმართოს. სანამ საბოლოოდ ჩაერთვები შეხვედრას, არაერთი გავრცელებული ვიდეო გასაუბრების პროგრამა შესაძლებლობას გაძლევს შეამოწმო შენი კამერა და ის თუ როგორ გამოიყურები. “მოეშვი” - როგორც ამას თარნერი ამბობს. ადგილზე “რამდენიმე წუთით ადრე და მცირე სუნთქვის ვარჯიშები გააკეთე.” ამგვარად, როდესაც საბოლოოდ დაიწყება გასაუბრება, “შენ უკვე მზად იქნები ამ ყველაფრისთვის”.



  1. დაიწყე “ციფრული ხელის ჩამორთმევით”

პირისპირ გასაუბრების დროს, არის დროის პატარა მონაკვეთი, როდესაც გასაუბრება მანამდე იწყება, სანამ საუბარს დაიწყებთ. ინტერვიუერს ფიზიკურად ხვდები, ხელს ართმევ, ერთად შედიხართ ოთახში, სხდებით. მიუხედავად იმისა, რომ საუბარი ჯერ არ დაგიწყიათ, ცოტა დრო მაინც გაქვთ ამ ყველაფრის მოსაგვარებლად. ვიდეო გასაუბრების დროს ასე არ არის, ენეტის თქმით, ასეთ დროს ჩვეულებრივზე უფრო მეტად გჭირდება პირველი კავშირის დამყარება.

სცადე “ციფრული ხელის ჩამორთმევა”, ენეტის რჩევით, გამარჯობის თქმის შემდეგ “პირდარპი კამერაში უნდა იყურო ამ კავშირის განსამტკიცებლად, შეგიძლია პატარაზე თავიც დაუკრა თანამოსაუბრეს, თანხმობის ნიშნად, მოკლე ღიმილსაც თუ დაამატებ, ეს შენს ღიაობას გაუსვამს ხაზს.”



  1. გააცნობიერე განსხვავებულობა

სრულიად ნორმალურია იმის აღნიშვნა, რომ ვიდეო გასაუბრება საერთოდ არ ჰგავს პირად საუბარს. ენეტის თქმით, ამ განსხვავებულობების გააზრება ეხმარება ადამიანებს გაცნობის ეტაპის უმტკივნეულოდ გავლაში და რაც მთავარია, არ შეგეშინდეს იმის თქმა, თუ რაიმე რიგზე არ არის, მაგალითად, არ გესმის ან ვერ ხედავ ინტერვიუერს გარკვევით. ეს მხოლოდ და მხოლოდ შენს სურვილზე მოწმობს - პირდაპირ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრო.



  1. შეინარჩუნე კარგი ჯდომის მანერა

ვინაიდან გასაუბრებას სახლიდან ერთვები, ბუნებრივია, რომ ცოტათი უფრო მოშვებული იყო.  შეეცადე, რომ ეს სკამში უეცრად ჩავარდნაში არ გადაითარგმნოს, რადგან ეს საუბარში ნაკლებად ჩართულს გამოგაჩენს. ნაცვლად ამისა, ენეტის თქმით, სკამი უნდა მოაშორო მაგიდას, შენ კი სკამის კიდეზე უნდა იჯდე, ფეხები მყარად გედგას იატაკზე და ხელები შეგიძლია მაგიდაზე ჩამოაწყო, “ეს დაგეხმარება ისე გამოიყენო შენი სხეული, რომ კამერა არ დაფარო.”

გამართულად ჯდომა ბუნებრივად გმატებს დამატებით ენერგიას და გეხმარება უფრო აქტიურად ჩაერთო საუბარში. ენეტი რეკომენდაციას უწევს ფეხზე დგომასაც თუკი ეს უფრო გიადვილებს ენერგიის შენარჩუნებას, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუკი ხშირი და თვალშისაცემი მოძრაობისკენ გაქვს მიდრეკილება.



  1. გამოიყენე მიმიკები იმის საჩვენებლად რომ ჩართული ხარ

არავერბალური კომუნიკაცია ნებისმიერი საუბრის დროს მნიშვნელოვანია. მაგრამ როდესაც საქმე ვიდეო გასაუბრებას ეხება, არაერთი მიდგომა, რომლის მეშვეობითაც არავერბალურ კომუნიკაციას ვამყარებთ - მაგალითად, თვალის კონტაქტი, სხეულის ენა, თანხმობის მცირე ნიშნები, აზრს კარგავს. ამიტომ გვიწევს უფრო აქტიურად დავეყრდნოთ იმას, რაც დაგვრჩა, კერძოდ - სახის გამომეტყველებას.

როდესაც ვიღაცასთან ერთად ხარ ოთახში, ჩვეულებრივ შეგიძლია მიხვდე გისმენს თუ არა, მაშინაც კი, თუ სახის გამომეტყველება დიდად არ ეცვლება (და არასოდეს გაგიჩნდება ეჭვი, რომ ადამიანი, რომელიც შენთან ერთად არის ოთახში გაიყინა და არ ესმის ან ვერ გხედავს). მაგრამ “ვიდეო გასაუბრების დროს, ყველას შეუძლია ქანდაკებასავით გამოიყურებოდეს” - აღნიშნავს თარნერი. გასაუბრების დროს არ უნდა იყო იმდენად სტატიკური, რომ ინტერვიუერს კითხვა გაუჩნდეს, კავშირზე ხარ თუ არა.



  1. დააცადე თანამოსაუბრეს საუბრის დასრულება

ზოგადად, ეს კარგი ცხოვრებისეული რჩევაა, მაგრამ ვიდეო გასაუბრების დროს, სხვის საუბარში შენი პასუხით ჩახტომამ, შეიძლება თანამოსაუბრეს მიკროფონი გაუთიშოს, შენ კი უხეშ ადამიანად გამოგაჩინოს, მაშინაც კი, როდესაც შენ ამის განზრახვა საერთოდ არ გქონია. ამასთანავე, ინტერნეტის შეფერხებების გათვალისწინებით, ყოველთვის მაშინვე ვერ ხვდები ადამიანმა დაასრულა საუბარი თუ უბრალოდ პაუზას იღებს. ამდენად, როდესაც ჩათვლი, რომ შენმა ინტერვიუერმა საუბარი დაასრულა, კიდევ ერთი წამით დაელოდე სანამ ლაპარაკს დაიწყებ. თუ მაინც პრობლემები გაქვს ამასთან დაკავშირებით, მაშინ გამოიმუშავე საკუთარი თავისთვის მიკროფონის გამორთვის ჩვევა, რაც ყოველ ჯერზე მის მექანიკურად ჩართვას გაიძულებს და ამდენად, თანამოსაუბრეს დამატებით რამდენიმე წამს მისცემ საუბრის დასასრულებლად.



  1. ანიშნე როდესაც საუბარს დაასრულებ

ანალოგიურად, სხვებისთვისაც სასარგებლოა, თუკი მათ მცირე ნიშანსს მისცემ, საუბრის დასრულების შესახებ, განსაკუთრებით გრძელი პასუხების შემდეგ. ეს შეგიძლია ვიზუალურად გააკეთო, მაგალითად თავის დაქნევით, ან კითხვა დაუსვა თანამოსაუბრეს. ენეტის თქმით, ხანრგძლივმა პაუზამ, რომლის დროსაც ინტერვიუერი ცდილობს გამოიცნოს დაასრულე თუ არა პასუხი, შეიძლება უხერხულობა შექმნას, მაშინ როდესაც პირადი საუბრის დროს ეს უფრო ნათელია დაამთავრა თუ არა ადამიანმა საკუთარი სათქმელი.



  1. განმარტე ნებისმიერი ხანგრძლივი პაუზის მიზეზი

ვიდეო ზარების მრავალი შეზღუდვის გამო, შესაძლოა ინტერვიეურისათვის გაუგებარი იყოს რას აკეთებ, როდესაც არავინ ლაპარაკობს. არ მოგერიდოთ მათთვის თქმა, თუკი პასუხისთვის საჭირო ჩანაწერებს აკეთებ ან ცდილობ მათთვის გარკვეული ინფორმაციის მოძიებას, ან უბრალოდ ფორმულირებას უკეთებ საკუთარ პასუხს. ეს ნათლად აჩვენებს, რომ კარგად იცნობ მათ გამოცდილებას და ამავდროულად არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ გაქვს.


  1. ვიდეო გასაუბრებასაც ისე მიუდექი, როგორც დიალოგს

ნებისმიერი გასაუბრებისთვის ეს ცენტრალური საკითხია, მაგრამ ვიდეო გასაუბრებების დროს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც კავშირის დამყარების შესაძლებლობას მოგცემს. ვინაიდან გასაუბრებამდე და მის შემდგომ არანაირი დრო არ გაქვს მცირე საუბრებისათვის, აუცილებელია ეს ურთიერთგაგება სწორედ საუბრის დროს ჩამოაყალიბო. თარნერის თქმით, პროფესიონალთან ერთად “რაც შეიძლება პიროვნული, საკუთარი თავი უნდა იყო. ისე უნდა საუბრობდე, თითქოს შენი დიდი ხნის ნაცნობს ელაპარაკები.” ენეტის თქმით, უნდა შეეცადო, რომ შენი ვიდეო ზარი “მხოლოდ კითხვა, პასუხი, კითხვა, პასუხი არ იყოს”. როდესაც ინტერვიუერი შენს კითხვას უპასუხებს, თავისუფლად შეგიძლია კომენტარი გააკეთო ამაზე, თუკი ამას საჭიროდ თვლი. მეტიც, შეგიძლია კითხვები პირდაპირ გასაუბრების დროს დასვა, როდესაც ეს უფრო შესაფერისი იქნება, ვიდრე საუბრის დასრულებას დაელოდო. ინტერვიუერმა უნდა დაინახოს რომ შესაძლებელია შენთან ყოველდღიური საუბარი.

როგორც სამსახურის მაძიებელს, ერთი მიზანი გაქვს როგორც ვიდეო გასაუბრების, ასევე პირისპირ ინტერვიუს დროს: აჩვენო, რომ სწორედ შენ ხარ ის შესაბამისი კადრი, რომელსაც ისინი ეძებენ. ენეტის თქმით, “არ გვსურს გასაკეთებელი საქმის მთავარი საკითხიდან ფოკუსის დაკარგვა.” უპირობოდ, შენი ამოცანაც ის უნდა იყოს, რომ გასაუბრების დროს რაც შეიძლება ცოტა დრო დაუთმო ტექნიკური საკითხების მოგვარებას. “კავშირი, რომლის დამყარებასაც ინტერვიუერთან შეძლებ, არის ის, რაც რეალურად მნიშვნელოვანია.”



წყარო: Themuse