ორგანიზაცია დაარსდა 2000 წელს საკრედიტო პროექტის სახით, 2007 წლიდან კი მოქმედებს,როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სააქციო საზოგადოება „ლაზიკა კაპიტალი“.
კომპანიის ძირითად მისიას წარმოადგენს დაბალი და საშუალოშემოსავლიანი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ხელმისაწვდომი და ადექვატური ფინანსური მომსახურებით უზრუნველყოფა.
პრიორიტეტულია მიკრო-დაკრედიტება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით.
ჩვენ გთავაზობთ,როგორც საკრედიტო პროდუქტებს: სესხებს ვაჭრობის,წარმოების,მომსახურებისა და სოფლის მეურნეობისათვის,სამომხმარებლო კრედიტებს; ასევე, შემდეგის სახის სხვა სერვისებს:ფულად გზავნილებს;ვალუტის გაცვლისა და კომუნალური გადახდების მომსახურებებს.