საბავშვო ბაღი ფელიქსი

25 გაბრიელ ისაკაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Location
25 გაბრიელ ისაკაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials

Employer summary

რატომ ,,ფელიქსი'' ? 1. ადაპტირებული ფიზიკური გარემო; 2. სანიტარული მოვლა და უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები დაცულია; 3. ჯანსაღი ბალანსირებული ოთხჯერადი კვება; 4. მულტიდისციპლინარული მიდგომა, მაღალკვალიფიცირებული კადრი (ბავშვის განვითარების სპეციალისტი, პედაგოგები, პედიატრი, მეტყველების თერაპევტი); 5. ბავშვებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, მათი ინდივიდუალური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით; 6. განათლების ხელმისაწვდომობა/ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა; 7. სისტემური, თანმიმდევრული და სტრატეგიული სასწავლო დღის განრიგი, ბავშვის შესაძლებლობებზე და ინტერესებზე დაყრდნობით; 8. თამაშზე დაფუძნებული მიდგომა_ბავშვი აქტიურია სწავლის პროცესში, სწავლობს კეთების და აღმოჩენების გზით. 9. უსაფრთხო და სწორად შერჩეული განმავითარებელი სათამაშოები, ბავშვის ასაკიდან გამოდინარე, რომლებიც ავითარებენ ბავშვის წარმოსახვას, ხელს უწყობენ კვლევასა და პრობლემის გადაჭრის უნარებს. 10. Art-აქტივობების უპირატესობა სასწავლო პროგრამაში; ბავშვები სწავლობენ ფერებს, ფორმებს, ფაქტურებს, შერეული მასალით მუშაობას, რაც მოიცავს აპლიკაციების კეთებას, ხელნაკეთი ნივთების შექმნას; ძერწვას, ბავშვები ეცნობიან მსოფლიო ხელოვნების ისტორიას. 10. ტრენინგები მშობლებისათვის - ბავშვის აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით. 12. წინა სასკოლო მზაობის პროგრამა: ბავშვი ემოციურად მზად არის ცხოვრების ახალი ეტაპისთვის, მომავალში წავიდეს სკოლაში. 13. სამუშაო საათები 09:00 - 18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

Popular vacancies

No vacancies found Discover vacancies