000-2007 წლებში, საერთაშორისო ბრიტანული ორგანიზაცია Oxfam-ის უშუალო მონაწილეობით და ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით, „ლაზიკა კაპიტალი“ ფუნქციონირებდა სხვადასხვა სახელწოდებით და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. აღნიშნულ პერიოდში, ორგანიზაციამ განახორციელა ბევრი საინტერესო ეკონომიკური და სოციალური პროექტი.
2007 წლის დეკემბერში, "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის" შესაბამისად, მოხდა ორგანიზაციის ტრანსფორმაცია სააქციო საზოგადოებად, "ლაზიკა კაპიტალის" სახელწოდებით ამჟამად "ლაზიკა კაპიტალი" საქართველოში წარმოდგენილია 19 ფილიალით და ადგილობრივ მეწარმეებს და ფერმერებს სთავაზობს 100000 ლარის ფარგლებში სესხებს საპროცენტო განაკვეთებისა და გადახდის გრაფიკების ძალიან ფართო დიაპაზონით.