სასტუმროს მზარეული

81 აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
სრული განაკვეთი
08 ივნისი - 08 ივლისი

ვაკანსიის აღწერა

სასტუმრო და რესტორნის კომპლექსი "კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროში მზარეულის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება - სავალდებულოა
  • პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით - სასურველია
  • სასტუმროში დილის საუზმის მომზადების სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამზარეულოს შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა (მისი კომპეტენციის ფარგლებში);
  • პროდუქტების დამუშავება და შენახვა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
  • მენიუს შემუშავება, კალკულაცია, საჭიროების შემთხვევაში - განახლება;
  • კერძების, დადგენილი სტანდარტების და კალკულაციების შესაბამისობით დამზადება (კომპეტენციის ფარგლებში);
  • კერძების ხარისხსა და ვიზუალურ მხარეზე ზრუნვა;
  • მარაგების მართვა და პროდუქტების ნაშთების კონტროლი (კომპეტენციის ფარგლებში);
  • სამზარეულოში დადგენილი ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა.

საჭირო უნარები:

  • ემოციურად სტაბილური და თავშეკავებული;
  • კომუნიკაბელური და თავაზიანი;
  • მოწესრიგებული, პუნქტუალური და ორგანიზებული;
  • აქტიური და მოტივირებული;
  • შრომისმოყვარე და ენერგიული;
  • სტრესულ სიტუაციასთან მშვიდად გამკლავების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
უნარები
გუნდურად მუშაობის უნარი, კერძების მომზადება
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
ჰორეკა
მისამართი
81 აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
08 ივნისი - 08 ივლისი