მრავალფუნქციური კომპლექსი ,,კრუიზი” 2008 წლის ოქტომბერში დაარსდა. დაუღალავი შრომითა და თითოეული ადამიანისადმი განსაკუთრებული მიდგომის შედეგად კომპლექსმა ქართულ ბაზარზე თავი წარმატებით დაიმკვიდრა, და დღეისათვის ქალაქში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს.
სასტუმრო კომპლექსი ,,კრუიზი” საქართველოს დედაქალაქ თბილისში მდებარეობს, ცენტრიდან 10 წუთის სავალზე. ეს გახლავთ გემის ფორმის ორიგინალური ნაგებობა, რომელიც მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. მისი დიზაინი სპეციალურად შეიქმნა, რათა სტუმრებს ზღვაზე ყოფნის არაჩვეულებრივი განწყობა დაუფლებოდათ.