Standart

დისტანციური მომსახურების ოპერატორი

28 June - 16 July
Details
Address
37 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English, Русский
Education
Bachelor
Skills
მაღალი სამუშაო ეთიკა, ხარისხზე ორიენტაცია

Vacancy description

ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!
  

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • მომხმარებლებთან კომუნიკაციის პროცესის მართვა სხვადასხვა არხებით: სატელეფონო ზარები (შემომავალი და გამავალი), ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ჩატი
  • მომხმარებლებისგან შემოსულ მოთხოვნებზე დროული პასუხი მომსახურების გაწევის ან/და შეკვეთის მიღების მიზნით
  • მომხმარებლების ინფორმირება ბანკის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ 
  • მომხმარებლების პრობლემებზე დროული რეაგირება, იდენტიფიცირება და გადაჭრა
  • საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების (სესხები, ანაბრები, საბანკო ბარათები) შეთავაზება და პოპულარიზაცია
  • მომხმარებელთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნება და შემდგომი თანამშრომლობის საფუძვლის შექმნა. საჭიროების შემთხვევაში, ფეისბუქ მესენჯერში მომხმარებლების შემომავალი შეტყობინებების ადმინისტრირება 
           
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

  • უმაღლესი განათლება; (ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად

უცხო ენები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

ტექნიკური ცოდნა და უნარები:

  • MS Office საოფისე კომპიუტერული პროგრამების Intermediate დონეზე ცოდნა
საჭირო უნარ-ჩვევები:


  • მაღალი სამუშაო ეთიკა & სხვების პატივისცემა
  • ხარისხზე ორიენტაცია & ეფექტურობა
  • პასუხისმგებლობა & მიზანზე ორიენტაცია
  • კომუნიკაცია & საქმიანი ურთიერთობები
  • ინიციატივა & ინოვაცია 

ჩვენ დაგახვედრებთ:


  • საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
  • მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
  • მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
  • ღიაობას ინიციატივების მიმართ

თუ დაინტერესდი და შენი პროფილი შეესაბამება პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაგვიზიარე რეზიუმე.

 

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ სს „პაშა ბანკი საქართველო“ უფლებამოსილია დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი წესით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია სს „პაშა ბანკი საქართველოში“ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pashabank.ge

 

Category
Finances
Banking and Finances
Location
37 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 0162, საქართველო
Socials
28 June - 16 July