Standart

HSE სუპერვაიზერი

19 July - 18 August
Details
Address
სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English, Русский
Experience
3-5 years
Education
Bachelor

Vacancy description

შპს "ექსპერტს ფორ სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას HSE სუპერვაიზერის თანამდებობაზე.

HSE სუპერვაიზერის ვალდებულებები:

  • გააკონტროლოს პროფესიული ჯანდაცვის და შრომის უსაფრთხოების დაცვის სტანდარტებით მოთხოვნილი ასპექტების შესრულება საამშენებლო ტერიტორიაზე.
  • უზრუნველყოს კონტროლი პროფესიული ჯანდაცვის და შრომის უსაფრთხოების დაცვის სტანდარტებით მოთხოვნილი ყველა შიდა დოკუმენტების სწორად და უშეცდომოდ წარმოება.
  • მისცეს სწორი მითითებები პროექტში დასაქმებულ პერსონალს (სამუშაოს მწარმოებელ პასუხისმგებელ პირს, ტერიტორიის ხელმძღვანელს, სამუშაოს შემსრულებელ პერსონალს).
  • იმ შემთხვევებში როდესაც წარმოქმნილია პროფესიული ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების დაცვისათვის არახელსაყრელი გარემო და კომპრომისირებულია პროფესიული ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის ასპექტები, გააჩეროს სამუშაო პროცესი და განახორციელოს სტანდარტით მოთხოვნილი მაკორექტირებელი ქმედებები დაუყოვნებლივ.
  • პროფესიული ჯანდაცვის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სუპერვაიზერი (HSE Supervisor) ვალდებულია დახმარება გაუწიოს სამუშაოს შემსრულებელ პასუხისმგებელ პირს, ტერიტორიის ხელმძღვანელს და მომიჯნავე ტერიტორიის ხელმძღვანელს, პროფესიული ჯანდაცვის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მიმართულებით
  • ის ვალდებულია უზრუნველყოს შიდა HSE თეორიული სწავლებების /on job trainings/ და საველე პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება.
  • დაესწროს პროექტთან დაკავშირებულ ყველა საველე ღონისძიებას.
  • ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა სამუშაოზე დაშვების ნებართვის განხილვების სტანდარტულ პროცესებში.
  • პროფესიული ჯანდაცვის და შრომის უსაფრთხოების დაცვის სუპერვაიზერს (HS Supervisor) გააჩნია გაზრდილი ვალდებულებები საგანგებო ვითარებაზე  რეაგირების გეგმაში წარმოდგენილი ასპექტების მხარდაჭერის მიმართულებით. ის წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ გასაღებ ფიგურას ამ გეგმაში წარმოდგენილი მოთხოვნების შესრულების კუთხით (იგულისხმება როგორც პრაქტიკული ისე თეორიული ასპექტები).
  • პროფესიული ჯანდაცვის და შრომის უსაფრთხოების დაცვის სუპერვაიზერი (HS Supervisor) ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურის უფროსს, კომპანიის ტერიტორიაზე განვითარებული საგანგებო ვითარების (უწესივრობები, ინციდენტი, პერსონალის ავადმყოფობაზე და ა.შ.) შესახებ და ასევე იმ საკითხის/საკითხების შესახებ რომლებმაც შესაძლოა რომ იქონიოს უარყოფითი ზეგავლენა პროექტის, კოორდინირებულად, გამართულად და სწორად ფუნქციონირებაზე.
  • ვალდებულია რომ შეადგინოს შესაბამის მოხსენებები (რეპორტები) და წარუდგინოს სამსახურის უფროსს, შემდგომი რეაგირებისათვის.
  • ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს რისკების შეფასების პროცესებში (დონე-I; დონე-II).
  • ვალდებულია შეამოწმოს პერსონალის ათვისებადობის დონე, სამუშაო პროცესებთან დაკავშირებულ რისკებთან და ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში.
  • დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით ჩაატაროს კომპანიის ტერიტორიაზე განთავსებული ხანძარქრობის საშუალებების პერიოდული აუდიტი (მოამზადოს აუდიტის შედეგები მოხსენების სახით).
  • მონიტორინგი გაუწიოს შრომის უსაფრთხოების დაცვის სისტემის პროცედურების შესრულებას, დადგენილი წესის მიხედვით.
  • ჩაატაროს პროექტის არეალში შემოსული მძიმე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკური მოწყობილობების პერიოდული აუდიტი დადგენილი გეგმის მიხედვით.
  • მონაწილეობა მიიღოს ინციდენტების გამოძიების პროცესებში და მოხსენებების მომზადებაში ინციდენტის შესახებ (ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს პრევენციული ღონისძიებების ჩამოყალიბებაში და თვალყური მიადევნოს ამ ღონისძიებების დროულ შესრულებას).
  • ვალდებულია იზრუნოს გენერირებული ნარჩენების (სახიფათო/არა სახიფათო) მართვაზე, შემუშავებული ნარჩენების მართვის გეგმის მიხედვით.
  • კლიენტის წარმომადგენელთან ერთად ის უზრუნველყოფს HSE აუდიტების ჩატარებას წინასწარ დადგენილ ვადებში.
  • უხელმძღვანელოს შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქტაჟის ჩატარების პროცესებს, პროექტში დასაქმებულ პირთათვის, ტერიტორიაზე შემოსული ვიზიტორებისათვის, კონტრაქტორი/ქვეკონტრაქტორი კომპანიის პერსონალისათვის.
  • ზრუნავს მიმდინარე სამუშაო პროცესების შესაბამისობისათვის პროექტით, ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ და სხვა ასპექტებთან.
განათლება და კვალიფიკაცია:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით.
  • უნდა ფლობდეს საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილ პროფესიული ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატს.
  • სასურველია გააჩნდეს პროექტების HSE ასპექტების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • სასურველია გააჩნდეს სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე.
Location
სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
19 July - 18 August