სტანდარტული

სადისტრიბუციო არხების განვითრების მენეჯერი

25 ივლისი - 10 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
Gamsakhurdzia Ave, ზუგდიდი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი

ვაკანსიის აღწერა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალი“ აცხადებს კონკურსს სადისტრიბუციო არხების განვითრების (განვადების რეგიონალური)  მენეჯერი იმერეთის  რეგიონში თანამდებობაზე.

მდებარეობა: სამეგრელო, იმერეთი

სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ეკონომიკური განათლება
  • გამოცდილება საბანკო-საფინანსო, საკრედიტო  სფეროში
  • გამოცდილება მარკეტინგის განყოფილებაში  საბანკო ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში
ძირითადი მოვალეობები:

  • მობილური განვადების ჯგუფის ხელმძღვანელობა. პარტნიორ ორგანიზაციებთან შეთანხმებით მობილური განვადების ჯგუფის გასვლების წინასწარი გეგმის შემუშავება;
  • ახალი პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება, მათთან ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება და ფილიალების მეშვეობით საგანვადებო პროდუქტების რეალიზაციის ზრდის ხელშეწყობა;
  • სამუშაო არეალის ათვისების მიზნით  იდეების ინიცირება. ახალი კლიენტების მოზიდვების აქციების დაგეგმა და ფილიალთან ერთად განხორციელება.
  • წინასწარი გეგმის შემუშავება თვის მანძილზე ჩასატარებელი პრომო აქციების/ სოფლის დღეების და სხვა მსგავსი აქტივობების შესახებ.
  • პროექტის შეუფერხებელი მუშაობისათვის საჭირო მარკეტინგული და სხვა დაკავშირებული ლოჯისტიკის ფილიალებისთვის მიწოდება.
  • პროექტების ჭრილში მისაღწევი შედეგის   საპროგნოზო ფაილების შემუშავება და წარდგენა შესაბამის  პირებთან.
  • დამტკიცებული გეგმების ჩაშლა, საკრედიტო სტაჟიორების, პრომოუტერების და კონსულების, ფილიალის ჭრილში და მიწოდება ადრესატებისათვის.
  • თვის ბოლოს,  პროექტების მიღწერული შედეგების  აღრიცხვა / რეპორტინგი ორგანიზაციაში მიღებული წესების შესაბამისად.
  • კონკურენტი ორგანიზაციების მოქმედი პროდუქტების სისტემური ანალიზი.
  • ორგანიზაციაში დანერგილი ახალი მომსახურების/ პირობის გაცნობა  გაყიდვების პროექტში ჩართული  ყველა  პირითვის.  ( საკრედიტო სტაჟიორი, პრომოუტერი, კონსული, ფილიალის მენეჯმენტი)
  • პერიოდულად წარმოადგენს ანგარიშებს ფილიალებში განხორციელებული პრომო აქციების და გაყიდვების მაჩვენებლების სტატისტიკას
ანაზღაურება შეესაბამება მაღალ კომერციულ სტანდარტებს.

მსურველებს შეუძლიათ ელექტრონულად მოგვაწოდონ CV ან წარმოადგინონ ქ. ზუგდიდში, კ. გამსახურდიას 59, ორგანიზაციის სათაო ოფისში.
მისამართი
Gamsakhurdzia Ave, ზუგდიდი, საქართველო
სოციალური ქსელები
25 ივლისი - 10 სექტემბერი