სს მისო "ლაზიკა კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით;
- პოტენციური ინვესტორების მოძიება და მენეჯმენტისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ინვესტორებთან შეხვედრების ორგანიზება და წარმართვა;
- ინვესტორებთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და მისი შემდგომი განვითარება;
- კრედიტორებთან ურთიერთობა და დადგენილი პერიოდულობით მათთვის ანგარიშგების ფორმების გაგზავნა;
- ორგანიზაციის ლიკვიდურობის კონტროლი, საფრთხეების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება;
- სხვადასხვა სახის ანალიტიკური რაპორტების მომზადება/ანალიზი;
- ხელმძღვანელობისგან მიღებული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინვესტორებთან ურთიერთობის, ფინანსური მენეჯმენტის ან ფინანსური ანალიზის მიმართულებით;
- აუცილებელია MS Excel-ის სრულყოფილად ცოდნა. MS Excel-ში მონაცემების დამუშავების უნარი;
- ძირითადი ბუღალტრული გატარებების და პრინციპების ცოდნა;
- ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
საჭირო უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ძლიერი ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
- დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პროფესიული განვითარების მოტივაცია.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქუთაისი
მსურველებს შეუძლიათ ელექტრონულად მოგვაწოდონ CV.