Standart

Frontend დეველოპერი

26 July - 10 September
Details
Address
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Experience
2-3 years
Skills
ლოგიკური აზროვნება, დროის რაციონალურად მართვის უნარი

Vacancy description

ექიმო სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ჯანდაცვის ინტეგრირებული ეკოსისტემის დახმარებით სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. 
ექიმოში ვაკანსიაა Frontend დეველოპერის პოზიციაზე. შემოუერთდი ჩვენს გუნდს და შეიტანე წვლილი ინოვაციური პროდუქტისა და სიახლეების დანერგვაში. გთავაზობთ მეგობრულ, დინამიურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გარემოს, რომელიც საშუალებას მოგცემთ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები.

ჩვენთან ერთად ჩართული იქნები:

  • პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტში;  
  • არსებული ფუნქციონალის მხარდაჭერაში და ხარვეზების აღმოფხვრაში;
  • იმისთვის რომ თანამშრომლობა შევძლოთ სასურველია გქონდეს:
  • JavaScript-ის (es6) ცოდნა;
  • Javascript-ის მაღალ დონეზე ცოდნა, ES6+ სინტაქსი;
  • Typescript-ის ცოდნა;
  • React Native-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • React-ის ცოდნა;
  • როგორც functional ასევე class კომპონენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Rest Api-სთან მუშაობის გამოცდილება;
  • Redux, Redux-Saga-ს ცოდნა;
  • Xcode-ის და Android Studio-ს ცოდნა;
  • 2 წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში frontend-ის მიმართულებით;
თანამშრომლობა საინტერესო და პროდუქტიული იქნება თუ გაქვს/ხარ:

  • ლოგიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დროის რაციონალურად მართვის უნარი;
  • მიზანდასახულობა;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა.
შეგიძლია გამოაგზავნო შენი რეზიუმე მეილზე და უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი.

ექიმოს გუნდი გისურვებთ წარმატებებს და გელით მთელი გულით!

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ექიმოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
26 July - 10 September