Standart

კონტაქტ ცენტრის სპეციალისტი

26 July - 10 September
Details
Address
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Education
Bachelor
Skills
გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი, სიახლეებისადმი ღიაობა

Vacancy description

ექიმო სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ჯანდაცვის ინტეგრირებული ეკოსისტემის დახმარებით სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებს. 
თუ სერვისის სტანდარტები შენთვის მნიშვნელოვანია და ადამიანებთან კომუნიკაცია სასიამოვნო, მაშინ შეგიძლია ექიმოში კონტაქტ ცენტრის სპეციალისტის პოზიციას გაეცნო. შემოუერთდი ჩვენს გუნდს და შეიტანე წვლილი ინოვაციური პროდუქტისა და სიახლეების დანერგვაში. გთავაზობთ მეგობრულ, დინამიურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გარემოს, რომელიც საშუალებას მოგცემთ საუკეთესოდ წარმოაჩინო შენი შესაძლებლობები.

ჩვენთან ერთად ჩართული იქნები შემდეგ პროცესებში:

  • შემოსულ შეტყობინებებზე და ზარებზე უკუკავშირის დაბრუნება;
  • პროვაიდერების მხარდაჭერა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით; 
  • საჭიროების შემთხვევაში, პროვაიდერისგან მიღებული საკითხის მოკვლევა ორგანიზაციის შიდა დეპარტამენტებთან და/ან პროვაიდერებთან და მომწოდებლებთან და უკუკავშირი მომმხარებელთან ან პროვაიდერთან; 
  • აპლიკაციაში მიღებული შეკვეთების კონტროლი და სტანდარტიდან გადახრის/დაგვიანების შემთხვეევაში მომხმარებელთან და მომწოდებელთან კომუნიკაცია;
  • პერიოდულად, კამპანიის ფარგლებში გამავალი ზარების განხორციელება, ლოიალური მომხმარებლისთვის საჩუქრის ჩუქების მიზნით;
  • იმისთვის რომ თანამშრომლობა შევძლოთ:
  • უნდა იცოდე MS Office-ის პროგრამები და სოციალური ქსელები სამომხმარებლო დონეზე;
უნდა იყო სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

  • სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი,  თუ გექნება გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში; 
  • თანამშრომლობა საინტერესო და პროდუქტიული იქნება თუ გაქვს:
  • გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • სიახლეებისადმი ღიაობა;
  • ინიციატივების გამოხატვის სურვილი;
  • სტრესული სიტუაციის გამკლავების უნარი;
თუ დაინტერესდი, გაგვეცანი და გაგვიზიარე შენი რეზიუმე.

ექიმოს გუნდი გისურვებს წარმატებებს და გელის მთელი გულით!

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „ექიმოს“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
26 July - 10 September