Standart

Scrum Master

01 August - 31 August
Details
Address
ირაკლი გამყრელიძის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Experience
1-2 years
Skills
ანალიტიკური აზროვნება, კონფლიქტების მართვა

Vacancy description

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - Scrum მასტერის პოზიციაზე 
ქარვაში შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, განვითარდეთ და დაწინაურდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით. 
 
როლის შესახებ:

სქრამ მასტერის როლი არის დამხარება სქრამის თეორიის გააზრებაში და პრაქტიკაში დანერგვაში, როგორც სქრამ გუნდში, ისე მთლიანად ორგანიზაციაში. სქრამ მასტერი პასუხისმგებელია სქრამ გუნდის ეფექტურობაზე, სქრამ გუნდის პრაქტიკების გაუმჯობესებით. 

საქმიანობის შესახებ:

● ეხმარება სქრამ გუნდს თვითორგანიზებულ და კროსფუნქციურ გუნდად ჩამოყალიბებაში; 
● აცილებს ნებისმიერ წინააღმდეგობას, რაც აბრკოლებს გუნდის პროგრესს; 
● უზრუნველყოფს, რომ სქრამის ყველა ღონისძიება ტარდება, ისინი პოზიტიური და პროდუქტიულია და არ ცდება წინასწარ დადგენილ დროის ჩარჩოს.
● ეხმარება სხვადასხვა ტექნიკების პოვნაში პროდუქტის მიზნის განსაზღვრისათვის და პროდუქტის ბექლოგის ეფექტურად სამართავად; 
● მოთხოვნისა და საჭიროებისამებრ ფასილიტაცია ჩართული მხარეების კოლაბორაციაში. 
● ორგანიზაციაში სქრამის დანერგვისა და ადაპტაციის პროცესის წარმართვა მისი პრინციპების სწავლებით; 
● თანამშრომლებსა და დაინტერესებული მხარეების დახმარება სქრამის პროცესების სწორ აღქმაში, მის დანერგვასა და ემპირიული გზით პროდუქტების შემუშავებაში; 
● დაინტერესებულ მხარეებსა და სქრამ გუნდს შორის ბარიერების მოხსნა.

ამ პოზიციაზე დაგჭირდება

Scrum მასტერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
Agile/scrum პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა და Agile გარემოში მუშაობის გამოცდილება 
პროექტების მართვის ინსტრუმენტების ცოდნა (Jira)

როგორი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს რომ გახდე ქარველი

ლიდერობის, ფასილიტატორობის, გუნდში პოზიტიური გარემოს შექმნის უნარი
კონფლიქტების მართვა
კარგი კომუნიკაცია
ანალიტიკური აზროვნება 
დისციპლინირებულობა 
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი 
საქმეზე ორიენტირებულობა 
  
  როგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა? 

კომფორტული, მეგობრული გარემო 
პროფესიული განვითარების შესაძლებლობა 
მხარდამჭერი გუნდი 
მდიდარი ორგანიზაციული კულტურა 
ყოველდღიური ლანჩი 
ჯანმრთელობის დაზღვევა 
Fitpass 
  
ანაზღაურება: მოტივაციისა და ცოდნისა მიხედვით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე. 
  
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მოქნილი, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 1 საათიანი შესვენებით. შესაძლებელია ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკზე შეთანხმება. 
  
სამუშაო ადგილი: ი.გამყრელიძის №3 
  
დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგვიგზავნე რეზიუმე.
  
წარმატებები! 
Location
ირაკლი გამყრელიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
01 August - 31 August