ინოვაციების კომპანია Qarva ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.
2017 წელს ლონდონში Qarva-ს ტექნოლოგია, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB – Digital Video Broadcasting - https://dvb.org) კონსორციუმის წევრი.