Standart

მთავარი იურისტი

05 August - 10 September
Details
Address
16 ნიკიფორე ირბახის ქუჩა, თბილისი
Salary
3000 ₾
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
Not specified
Languages
English
Experience
3-5 years
Education
Bachelor
Department
Legal
Skills
ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა

Vacancy description

შპს "მოედანი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე.

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე www.moedani.ge

ფუნქცია მოვალეობები:

 

  • კომპანიის საქმიანობის იურიდიული მხარის გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა
  • კომპანიის ხელშეკრულებების სტანდარტული (მათ შორის ინგლისურენოვანი) ნიმუშების შემოწმება და ანალიზი, სათანადო რეკომენდაციების მომზადება; 
  • მნიშვნელოვანი, არასტანდარტული ან რთული შინაარსის ხელშეკრულებებისა თუ კომპანიის სახელით გასაფორმებელი სხვა დოკუმენტების (მათ შორის ინგლისურენოვანი დოკუმენტების) პროექტების შემუშავება ან არსებული პროექტების ანალიზი; 
  • არასტანდარტული ხელშეკრულებების (მათ შორის ინგლისურენოვანი ხელშეკრულებების) გაფორმებისას მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა; 
  • კომპანიის საჭიროებისათვის ბრძანებების პროექტების მომზადება, ასევე სხვა სამსახურებისათვის მათი სტანდარტული ნიმუშების მომზადება. სხვადასხვა დეპარტამენტის პრობლემურ სამართლებრივ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების, რეკომენდაციების მომზადება; 
  • კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასამართლოსა თუ სხვა ორგანოებსა და დაწესებულებებში არსებული პრაქტიკისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის ფლობა და მუდმივი განახლება; 
  • მოქმედ კანონმდებლობაში და სტანდარტებში ცვლილებებისა და სიახლეების რეგულარული მონიტორინგი და მათი სამუშაო პროცესში დანერგვა; 
  • საქმიანობის სფეროში არსებული ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და დანერგვა; 
  • კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება. 

 

პროფესიული მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • იურიდიულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საქმისწარმოების გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებში;
  • სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
  • საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (წერილობითი/ზეპირი)  

 

 პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • აკადემიური წერის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;

 

ანაზღაურება და სხვა ბენეფიტები:

  • ხელფასი 3000 ლარი + (კვალიფიკაციის შესაბამისად)
  • სამედიცინო დაზღვევა

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

 

Category
Construction
Slogan
თავშეყრის ადგილი
Socials
05 August - 10 September