სივრცის კონსულტანტი - ბათუმი

10 August - 09 September
Details
Address
ზურაბ გორგილაძის ქუჩა, ბათუმი
Salary
400 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English, Русский
Skills
ეფექტური კომუნიკაციის უნარი, სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი

Vacancy description

პარფიუმერული ქსელი „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სწრაფად განვითარების პარალელურად კომპანია
უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო სიახლეებმა და პრეზენტაციებმა დაუყოვნებლივ მოაღწიოს ქართველ მომხმარებლამდე. ჩვენი პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას.

„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას სივრცის კონსულტანტის (მითერი) პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი
სამუშაო პირობები - ცვლიანი სამუშაო გრაფიკი (პირველი ცვლა - 10 საათიდან 15:30 საათამდე, 30 წუთი დასვენება; მეორე ცვლა - 15:30 საათიდან 21 საათამდე, 30 წუთი
დასვენება), კვირაში 1 დღე დასვენება.
ძირითადი ხელფასი - 400 ლარი და ყოველთვიურად დამატებით ბონუსი მაღაზიის გაყიდვების მაჩვენებლის გათვალისწინებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსული მომხმარებლის თბილი, მეგობრული დახვედრა კართან და მისალმება
  • პირველადი კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში და სწორი გადამისამართება
  • მაღაზიიდან გასული მომხარებლის თბილი და ყურადღებიანი დამშვიდობება
  • სადღესასწაულო დღეებსა და აქციების პერიოდში მომხმარებელთა რიგის დარეგულირება
  • მომხმარებლისთვის მიმდინარე აქციების შესახებ საბაზისო ინფორმაციის შეთავაზება
  • საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შეფუთვა
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიის სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, კერძოდ: ფლაერების დარიგება, პრომოზონასთან მუშაობა და შეთავაზება სხვადასხვა სახის აქციების
  • განგაშის ღილაკის დროული გამოყენება მაღაზიაში ინციდენტის დაფიქსირების შემთხვევაში
  • მაღაზიაში არსებული თაროების მოწესრიგება (პროდუქციის დალაგება და დასუფთავება)
  • მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული მახასიათებლები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გამართული მეტყველების უნარი
  • პრეზენტაბელური
  • დროის ეფექტურად მართვის უნარისწრაფად ადაპტაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) 2022 წლის 9 სექტემბრამდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის'' ფარგლებში
შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
Location
პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
10 August - 09 September