სტანდარტული

მაღაზიის კონსულტანტი

23 აგვისტო - 22 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English, Русский
განათლება
ბაკალავრი
უნარები
გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი, მიზანსწრაფულობა

ვაკანსიის აღწერა

სს ,,ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსის” 18 მაღაზიას მოიცავს.

სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).
სს ”ელიტ ელექტრონიქსის” ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

დამსაქმებელი:  სს” ელიტ ელექტრონიქსი” 

პოზიციის დასახელება:  მაღაზიის კონსულტანტი

ადგილმდებარეობა:  ბათუმი, საგარეჯო, ოზურგეთი, ქუთაისი

დასაქმების ტიპი:  სრული განაკვეთი, დროებითი

შერჩევის ფორმა: ტესტირება, გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები

დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
პროდუქციის  მოწესრიგებულად განაწილება
პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა
გაყიდული პროდუქციის შემოწმება
ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა
ახალი მოდელების შესწავლა
სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება
ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული მახასიათებლები:

მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
გუნდური მუშაობის უნარი
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
მიზანსწრაფულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
მისამართი
პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
23 აგვისტო - 22 სექტემბერი