Standart

გაყიდვების კონსულტანტი

12 September - 12 October
Details
Address
Spiridon Kedia St, თბილისი
Salary
900 ₾
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
09:00 - 18:00
Skills
თვითგანვითარებაზე ორიენტირებული, მონდომებული

Vacancy description

სახურავები.ge (SAXURAVEBI.GE) ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სახურავები.ge არის სამშენებლო მასალების(თუნუქის სახურავების) მწარმოებელი კომპანია. ასევე ახორციელებს სამშენებლო მასალების იმპორტს საზღვარგარეთიდან, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. კომპანიის მიზანია ადგილობრივ ბაზარზე შექმნას და მომხმარებელს მიაწოდოს ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქცია კონკურენტული ფასებითა და სხვა საგარანტიო მომსახურებებით.

სამუშაო ადგილი: კომპანიის  ოფისი, ქ.თბილისი სპ.კედიას ქ.10

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მყიდველებისათვის კომპანიის მიერ წარმოებული და სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება(ამისათვის საჭირო იქნება მოსამზადებელი პერიოდი , რაც გულისხმობს პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარებას,რომელიც ასევე ანაზღაურებადი იქნება კომპანიის მხრიდან), როგორც ტელეფონით,  ასევე, უშუალოდ ოფისში; შეკვეთების მიღება, დამუშავება, დამზადების კოორდინაცია, თანმხლები დოკუმენტაციის გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი ტექნიკური განათლება
  • მათემატიკური უნარ – ჩვევები
  • კლიენტებთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარ-ჩვევები
  • უცხო ენის  ცოდნა (რუსული, ინგლისური)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
  • გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ახლის სწრაფად ათვისების უნარი
  • ასაკი: 20-დან 45 წლამდე
  • აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე.
  • უპირატესობა ენიჭებათ მამაკაცებს.
მნიშვნელოვანი მოთხოვნა: 

პიროვნება უნდა იყოს მონდომებული, ინტერესიანი საქმის მიმართ, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;

სამუშაო განრიგი:  კვირაში ხუთი დღე 9:00-დან 18:00-მდე.

ანაზღაურება: 900 ლარიდან,ამას ემატება ბონუსების სისტემა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით.

ჩვენს კომპანიაზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად, გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის ვებ–გვერდს:
SAXURAVEBI.GE;  facebook/saxuravebi.ge
12 September - 12 October