რეგიონის ლიდერი კომპანია ,,მაქსიმა“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
,,მაქსიმა“ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან და მომხმარებელს სტავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებს და აქსესუარებს. წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: AGT, ORMA, CHAMSAN, ERKUL, GTV და სხვა.
მაქსიმა არის მზარდი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლისთვის შექმნას ჯანსაღი და სასიამოვნო სამუშაო გარემო.
ფუნქცია- მოვალეობები:
მომხმარებლებისათვის სწრაფი მომსახურების გაწევა და შეკვეთის აღება, გაწერა
დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის აღწერა, ნაშთების კონტროლი, პროდუქციის შევსება, მოწესრიგება.
პროდუქციაზე ფასის მაჩვენებლების დაკვრა და საჭიროების შემთხვევაში, მათი შეცვლა.
უშუალო უფროსის სხვადასხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება
სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
კომუნიკაბელური
შრომისმოყვარე
პუნქტუალური და დისციპლინირებული
სწრაფად ადაპტაციის უნარი
დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-შაბათი 09:00-დან დან 18:30-მდე პერიოდი. ნახევარი: ორშაბათი-შაბათი 09:00-დან 14:00-მდე, ან 13:30-დან 18:30-მდე. კვირა დასვენება.
ანაზღაურება: პირველი 3 თვის განმავლობაში 650 ლარი (ხელზე ასაღები), მზარდი
სტაჟირება: 2 კვირა, ანაზღაურებადი
ბენეფიტი: უფასო კვება
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან დაგვირეკეთ ნომერზე 591880435.