„მაქსიმა“ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას, ჩამოსასხმელი ხელუვნური ზედაპირის მასალას.
„მაქსიმა“ საქართველოში წარმოადგენს ისეთ ბრენდებს როგორიცაა AGT, ORMA, CHAMSAN,ERKUL,GTV და მრავალი სხვა.
კომპანია მუდმივად ახდენს მომსახურების სფეროს გასაუმჯობესებლად მსოფლიოში წამყვანი კომპანიებიდან მაღალტექნოლოგიური დანადგარების იმპორტს, ზრუნავს ასორტომენტის განვითარებაზე, ხარისხის გაუმჯობესებაზე,მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და მათთვის სრული კომფორტის შექმნაზე.