კონსულტანტი

109 ბაგრატიონის ქუჩა, ბათუმი
სრული განაკვეთი
14 სექტემბერი - 14 ოქტომბერი

ვაკანსიის აღწერა

რეგიონის ლიდერი კომპანია ,,მაქსიმა“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

,,მაქსიმა“ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან და მომხმარებელს სტავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებს და აქსესუარებს. წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: AGT, ORMA, CHAMSAN, ERKUL, GTV  და სხვა.

მაქსიმა არის მზარდი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია  თანამშრომლისთვის შექმნას ჯანსაღი და სასიამოვნო სამუშაო გარემო.

ფუნქცია- მოვალეობები:

  • მომხმარებლებისათვის სწრაფი მომსახურების გაწევა და შეკვეთის აღება, გაწერა
  • დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის აღწერა, ნაშთების კონტროლი, პროდუქციის შევსება, მოწესრიგება.
  • პროდუქციაზე ფასის მაჩვენებლების დაკვრა და საჭიროების შემთხვევაში, მათი შეცვლა.
  • უშუალო უფროსის სხვადასხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელური
  • შრომისმოყვარე
  • პუნქტუალური  და დისციპლინირებული
  • სწრაფად ადაპტაციის უნარი
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-შაბათი 09:00-დან  დან 18:30-მდე პერიოდი.  ნახევარი: ორშაბათი-შაბათი 09:00-დან 14:00-მდე, ან 13:30-დან 18:30-მდე. კვირა დასვენება.
  • ანაზღაურება: პირველი 3 თვის განმავლობაში 650 ლარი (ხელზე ასაღები), მზარდი
  • სტაჟირება: 2 კვირა, ანაზღაურებადი
  • ბენეფიტი: უფასო კვება
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან დაგვირეკეთ ნომერზე 591880435. 

გისურვებთ წარმატებას!
დეტალები
ხელფასი
650 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული, English, Русский
უნარები
კომუნიკაბელური, შრომისმოყვარე, პუნქტუალური
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
109 ბაგრატიონის ქუჩა, ბათუმი 6000, საქართველო
სოციალური ქსელები
14 სექტემბერი - 14 ოქტომბერი