Standart

საწყობის შეკვეთების ამგროვებელი

04 October - 03 November
Details
Address
14 ილია ბაბუციძის ქუჩა, თბილისი
Salary
900 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Education
Secondary education
Skills
პასუხისმგებლობა, ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი

Vacancy description

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. 

ლოჯისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს საწყობის შეკვეთების ამგროვებლის პოზიციაზე.

ოფისის მისამართი: ქ.თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.#14;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი(ცვლები 08:30-დან 16:30-მდე,16:30-დან 24:30-მდე); 
ანაზღაურების ტიპი: საშუალო ანაზღაურება 900 ლარი (სეზონზე 1000 ლარი) მეორე ცვლის შემთხვევაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • პროდუქციის დატვირთვა, გადმოტვირთვა  
  • პროდუქციის დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებებზე
  • პროდუქციის დასაწყობება დადგენილი წესის მიხედვით; ყოველი პროდუქტისთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილას,  უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით
  • დახარისხება წუნდებულ საქონელის და განალაგება სახეობების მიხედვით
  • საწყობის ტერიტორიის წესრიგში მოყვანა, დასუფთავება.
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:

  • საშუალო განათლება
  • სასაწყობე მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
  • ანალიზისა და გამოთვლების წარმოების უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენ გთავაზობთ: 

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
როგორ დაგვიკავშირდეთ:

1. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 
2. ტელეფონით: 599 48 92 23 ან მობრძანდით მისამართზე:  ილია ბაბუციძის ქ.#14; ქ. თბილისი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

შერჩევის ეტაპები:

ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: 
https://www.ids-borjomi.ge/

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
Category
Warehouse and packaging
Logistics
Location
10 ბიძინა კვერნაძის ქუჩა, თბილისი 0162, საქართველო
Socials
04 October - 03 November