Standart

მერჩენდაიზერი

04 October - 03 November
Details
Address
14 ილია ბაბუციძის ქუჩა, თბილისი
Salary
800 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Skills
გამოთვლების წარმოების უნარის ქონა, გუნდური მუშაობის უნარი

Vacancy description

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. 

გაყიდვების დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში

ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.14 (სამუშაო არეალი ზედა გლდანი);
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სამუშაო საათი, დასვენება 1 დღე; 
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი გამომუშავებით(მაქსიმალური ანაზღაურება 800 ლარი); 

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა
  • პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება
  • სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი
  • საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
  • საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • გამოთვლების წარმოების უნარის ქონა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა
  • სასურველია კანდიდატს დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია: 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
როგორ დაგვიკავშირდეთ:

1. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე
2. ტელეფონით: 599 48 92 23 ან მობრძანდით მისამართზე:  ქ. ბათუმი, თაბუკაშვილის 17ა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

შერჩევის ეტაპები:

ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: 
https://www.ids-borjomi.ge/

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
Category
Warehouse and packaging
Logistics
Location
10 ბიძინა კვერნაძის ქუჩა, თბილისი 0162, საქართველო
Socials
04 October - 03 November