შპს მონდე აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტების სრულყოფილად შესწავლა
- პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება
- სატელეფონო ზარების განხორციელება/მიღება
- ობიექტებზე ვიზიტი საჭიროებისამებრ
- ოფისში მოსული კლიენტისთვის პრეზენტაციის წარდგენა და სრული ინფორმაციის მიწოდება
- პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება და განვითარება
- მომხმარებლების კმაყოფილებაზე ორიენტირება
- დაგეგმილ აქტივობებზე ყოველკვირეული რეპორტინგი
- შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება
პიროვნული თვისებები და უნარები:
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
- მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
- კრეატიული აზროვნება
- კომუნიკაბელურობა
- პრეზენტაბელურობა
- ენერგიულობა
- ორგანიზებულობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი
- დროის მართვის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + მზარდი ბონუსი
ბენეფიტები:
- უძრავი ქონების გაყიდვების ტრენინგები
- ულიმიტო სასაუბრო
- ტრანსპორტირების ანაზღაურება
ოფისის მისამართი: თბილისი, საბურთალო, ბიძინა კვერნაძის 7/პავლე ასლანიდის 12 (სპორტის სასახლის გვერდით)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.