კომუნიკაბელურობა, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
ვაკანსიის აღწერა
პრემიუმ დელიკატესების ქსელი GASTRONOME , ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი ფილიალით და SHOP&DINE კონცეფციის რესტორნებით Bistro By GASTRONOME და Argentinian Steakhouse By GASTRONOME. ქართული პრემიუმ კლასის რესტორნით „ თამარა“, რომელიც ძველი თბილისის შუაგულში, მეიდანზე მდებვარეობს და ქალაქში ყველაზე გამორჩეული აზიურ-ვიეტნამური კლუბ-რესტორანი “ZEN“
ახალი კლუბ-რესტორნისთვის ვეძებთ გუდნის წევრს მენეჯერის პოზიციაზე.
თუ ყველა სტუმარი შენთვის ჩვენსავით მნიშვნელოვანია და საუცხოოდ შეგიძლია მათ პრემიუმ ხარისხის სერვისი შესთავაზო, შემოგვიერთდით.
მოვალეობები:
რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
მაღალი ხარისხის მომსახურების დანერგვა და მონიტორინგი რესტორანში;
მომხმარებლის კომენტარზე შესაბამისი რეაგირება.
თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და ცვლის მართვა;
ცვლის გახსნისა და დახურვის შესაბამისი პროცედურების დაცვა;
არსებული სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა და დაცვის კონტროლი.
საჭირო პროდუქციის შეკვეთების გაკეთება და მარაგების კონტროლი;
თანამშრომლების მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა;
რესტორანში ინვენტარიზაციის ორგანიზება და კონტროლი;
რესტორნის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
მოთხოვნები:
აუცილებელია მსგავსი ტიპის-რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც ექნება გამოცდილება კლუბის ან მსგავსი სარესტორნო ბიზნესის მართვის;
აუცილებელია ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა;
კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესად.
სასურველია სარესტორნო პროგრამების ცოდნა.
მარაგების მართვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
გუნდური მუშაობის უნარი;
გუნდის მართვის უნარი;
კომუნიკაბელურობა;
პუნქტუალურობა;
გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
თუ თქვენი ღირებულებები ზუსტად შეესაბამება ჩვენს მაღალ სტანდარტებს,გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.