ახალი აზიური კლუბ-რესტორანი ZEN -ი. აღნიშნული ობიექტისთვის ვეძებთ თანამშრომლებს სუპერვაიზერის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- მაღალი ხარისხის მომსახურების დანერგვა და მონიტორინგი რესტორანში;
- მომხმარებლის კომენტარზე შესაბამისი რეაგირება.
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მუდმივი მონიტორინგი და შეფასება, მათთვის განახლებული ინფორმაციის გაზიარება დატრენინგების უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და ცვლის მართვა;
- ცვლის გახსნისა და დახურვის შესაბამისი პროცედურების დაცვა;
- არსებული სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა და დაცვის კონტროლი.
- შეკვეთების გაკეთება და მარაგების კონტროლი;
- უნიფორმების/სუფრების მარაგების კონტროლი და განაწილება;
- ყოველდღიური რეპორტის გაგზავნა ხელმძღვანელებთან;
ძირითადი მოთხოვნები:
- რესტორნის მომსახურების სფეროში გამოცდილების ქონა;
- მომსახურების სფეროში სუპერვაიზერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია MS Office პროგრამების ცოდნა;
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
სამუშაო გრაფიკი: სრული,კვირაში 40 საათი
ლოკაცია : თბილისი
თუ თქვენი ღირებულებები ზუსტად შეესაბამება ჩვენს მაღალ სტანდარტებს,გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!