Standart

მარკეტინგული მასალებისა და საწყობის პროცესების კოორდინატორი

23 December - 15 January
Details
Address
14 ილია ბაბუციძის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Experience
2-3 years
Skills
პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირება

Vacancy description

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე.

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. 

ლოjისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს  მარკეტინგული მასალებისა და საწყობის პროცესების კოორდინატორი პოზიციაზე.

ოფისის მისამართი: ილია ბაბუციძის ქ. #14, ქ.თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი.
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობის პროცესების ანალიზი, ეფექტურობის დათვლა და წარმოდგენა
  • სხვადასხვა აღრიცხვიანობის წარმოება 
  • სარეკლამო მასალებისა და ინვენტარის  საწყობის წარმოება (პროგრამული მიღება/გაცემა/დასაწყობება)
  • საბუთების სისწორის კონტროლი
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება
  • კომპანიის ბალანსზე არსებული მაცივრების ნაშთების და ლოკაციების კონტროლი (საწყობების მიხედვით)/(მიღება/გაცემა/დასაწყობება/ინვენტარიზაცია)
  • უკან დაბრუნებული პროდუქციის მიღების პროცედურის შესრულების უზრუნველჰყოფა
აუცილებელი მოთხოვნები:

  • ERP სისტემაში მუშაობის გამოცილება; 
  • ექსელის და აუთლუქის ცოდნა 
  • საწყობში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • სასაწყობე პროცესების სიღრმისეული ცოდნა 
  • სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • კომუნიკაბელურობა
  • დეტალებზე ორიენტირება
დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენ გთავაზობთ: 

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების და საბონუსე სისტემას;
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს;
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას;
როგორ დაგვიკავშირდეთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ატვირთოთ რეზიუმე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს. 

შერჩევის ეტაპები:

  • გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ეიჩართან
  • საშუალო სირთულის ტესტი ექსელში
  • შეხვედრა ამყვან მენეჯერთან
გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
Category
Warehouse and packaging
Logistics
Location
10 ბიძინა კვერნაძის ქუჩა, თბილისი 0162, საქართველო
Socials
23 December - 15 January