პრემიუმ დელიკატესების ქსელი GASTRONOME, ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი ფილიალით და SHOP&DINE კონცეფციის რესტორნებით Bistro By GASTRONOME და Argentinian Steakhouse By GASTRONOME. ქართული პრემიუმ კლასის რესტორნით " თამარა", რომელიც ძველი თბილისის შუაგულში, მეიდანზე მდებარეობს და ქალაქში ყველაზე გამორჩეული აზიურ-ვიეტნამური კლუბ-რესტორანი "ZEN".
თბილისში გაიხსნა ახალი აზიური კლუბ-რესტორანი ZEN -ი. აღნიშნული ობიექტისთვის ვეძებთ თანამშრომლებს ღამის მოლარის პოზიციაზე (კვირაში ორი სამუშაო დღე).
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
სალაროზე გატარებული საქონლის კონტროლი;
სალაროს გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო პროცედურების შესრულება;
დღის ბოლოს სალაროს დათვლა, დახურვა;
სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
საქმისადმი ერთგულება;
დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 700 ლარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 დღე (პარასკევი, შაბათი; 21:00-06:00)