შპს "მოედანი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. დამატებითი ინფორმაცია პროექტის
შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე www.moedani.ge
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
- სამშენებლო გუნდის მართვა/დაკომპლექტება
- სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა
- სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი და შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშის მომზადება
- სამშენებლო პროექტების მართვა დროსა და ხარჯებთან მიმართებაში
- შესრულებული სამუშაოების კონტროლი ხარჯებისა და მოცულობების თვალსაზრისით
- სამშენებლო სამუშაოების გეგმების მომზადება (დაგეგმარება)
- დაგეგმილი და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შედარებით ანგარიშების მომზადება
- პროექტში ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია
- გეგმების, ნახაზების და მოცულობების ყოველდღიური გადამოწმება
- სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლისა და სამშენებლო ბრიგადის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი. ხარვეზების შემთხვევაში მათი აღმოფხვრა და ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფა
- სამშენებლო ობიექტზე მასალების ხარისხის და რაოდენობის კონტროლი
- ინვენტარიზაციების ზედამხედველობა
- პროექტთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემური საკითხების მოგვარების გეგმების განსაზღვრა
- სამშენებლო სამუშაოებისა და დადგენილი სახელმწიფო ნორმების შესრულების ზედამხედველობა
- პროექტების ვადების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საინჟინრო/სამშენებლო განხრით
- პროექტების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნება
- სამშენებლო პროექტების წაკითხვა-გარჩევის უნარი
- ასაკი: 35-55 წელი
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პროექტის დაგეგმვა-მართვის უნარი
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
- დროის ეფექტურად მართვა
- ორგანიზებულობა და დისციპლინის უნარი
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
ანაზღაურება:
4000 ლარი + ბონუსი
დაინტერსების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 3 თებერვალი, 2023
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.moedani.ge