ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: შესყიდვების დეპარტამენტი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 13 იანვარი, 2023 წ
ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!
ჩვენ დაგახვედრებთ:
- საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
- მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
- მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
- ღიაობას ინიციატივების მიმართ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დაბალბიუჯეტიანი შესყიდვების განხორციელება
- თანამშრომელთა ბენეფიტების ადმინისტრირება: პროფესიული ლიტერატურა, სპორტი და ტრენინგები
- რეგულარული გამართული სერვისისთვის დოკუმენტებისა და გადახდების დამუშავება
- თანამშრომლების საოპერაციო მხარდაჭერა ადგილობრივ და საერთაშორისო მივლინებებში
- სხვადასხვა დეპარტამენტებისა და გუნდების მხარდაჭერა შესყიდვების პროცესში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება- ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ლოჯისტიკის, საოპერაციო მენეჯმენტის, ბუღალტერიის, ან მათემატიკის მიმართულებით
- უცხო ენები- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის Upper-Intermediate (B2) დონეზე ცოდნა; რუსული ენის Intermediate (B1) დონეზე ცოდნა სასურველია
- ტექნიკური ცოდნა და უნარები- MS Office პროგრამების Intermediate დონეზე ცოდნა
საჭირო უნარ-ჩვევები:
- მაღალი სამუშაო ეთიკა & სხვების პატივისცემა
- ხარისხზე ორიენტაცია & ეფექტურობა
- პასუხისმგებლობა & მიზანზე ორიენტაცია
- კომუნიკაცია & საქმიანი ურთიერთობები
- ინიციატივა & ინოვაცია
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.