სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას
ლოჯისტიკის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ოფისების გამართულობის ყოველკვირეული მონიტორინგი და პრობლემების იდენტიფიცირება/აღმოფხვრა;
- გარე კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა;
- მცირე სამეურნეო სამუშაოების განხორციელება გაუმართაობის აღმოსაფხვრელად;
- დაცვისა და დასუფთავების სამსახურის ზედამხედველობა ოფისებში;
- საოფისე ტექნიკის მონიტორინგი (გათბობა, კონდიცირება და ა.შ);
- საწყობების მონიტორინგი და სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების კონტროლი;
- სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა;
- ტრანსპორტის გამართულობის უზრუნველყოფა, საწვავის მონიტორინგი, რეცხვის დაორგანიზება კონტრაქტორთან.
- ოფისების საქმიანობისთვის საჭირო ლოჯისტიკური საკითხების/ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
- სამეურნეო მარაგების შესყიდვისას ლოჯისტიკის განხორციელება;
- სხვა ლოჯისტიკურ თუ სამეურნეო საკითხებში ჩართულობა და მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- B და B1 კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
- თვითგანვითარებისკენ სწრაფვა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა
- ორგანიზებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.