სს თიბისი ლიზინგი დაარსდა 2003 წელს და დღეის მდგომარეობით, 4000-ზე მეტ კლიენტს ემსახურება. კომპანიის საბაზრო წილი 75%-ს შეადგენს და მისი მართვის ქვეშ 337 მილიონი ლარის მოცულობის პორტფელია.
თიბისი ლიზინგში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი. ორგანიზაციის გუნდის მუშაობა, სისწრაფე და მოქნილობა მიმზიდველს ხდის მის პროდუქტებსა და სერვისს, როგორც დამწყები და მზარდი, ასევე შემდგარი მსხვილი კომპანიებისთვის.