აზიური სამზარეულოს და მიწოდების სერვისი - "sushi24.ge" , " pizza24.ge" "shaurma24.ge" აცხადებს ვაკანსიას მარკეტერის პოზიციაზე.
ამ დროისთვის გვაქვს 7 ფილიალი თბილისის მასშტაბით, საიდანაც ვახორციელებთ მიწოდებას 24/7.
ჩვენი მიზანია, გავხადოთ უგემრიელესი კერძები ყველასთვის ხელმისაწვდომი, როგორც ფასით, ასევე სერვისით.
მდებარეობა: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი 56ა
თქვენი მთავარი ამოცანები:
- სავაჭრო მარკეტინგული სტრატეგიის ფორმირებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- სავაჭრო-მარკეტინგის სარეკლამო კალენდრის შემუშავება და შენარჩუნება;
- სავაჭრო ობიექტებზე სავაჭრო მარკეტინგული საქმიანობის ეფექტურობის შემუშავება, ორგანიზება, განხორციელების კონტროლი და შეფასება;
- ბიუჯეტირებაში მონაწილეობა და TM ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლი;
- კონკურენტული გარემოსა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი;
- POSM განთავსების შეკვეთა, განაწილება, ორგანიზება და კონტროლი (კონტრაქტორებთან მუშაობა);
- საცალო ვაჭრობის ობიექტებთან მუშაობის სტანდარტების შემუშავება (POS, მერჩენდაიზინგი, ვიზუალიზაცია);
- დოკუმენტების მართვა აღნიშნული მიმართულებით.
მოთხოვნები:
- 1 წლიანი გამოცდილება სავაჭრო მარკეტინგის კუთხით, სასურველია კვების სეგმენტში;
- მარკეტინგული კამპანიების შემუშავებისა და წარმართვის გამოცდილება;
- Excel, Power Point-ის კარგი ცოდნა;
- ქართული ენის სავალდებულო სრულყოფილი ცოდნა და რუსული და ინგლისური ენების B2 დონეზე ცოდნა
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანდასახულობა, აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია, ენერგიულობა, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობა, წესიერება, სტრესისადმი წინააღმდეგობა, ყურადღებიანობა, სიზუსტე.
ჩვენ გთავაზობთ:- მუშაობა სტაბილურ და მზარდ კომპანიაში. წინსვლისა და ინიციატივის შესაძლებლობა. დიდი შესაძლებლობები თვითრეალიზაციისთვის;
- ხელფასი: 1400 ლარი NET გამოსაცდელი ვადის პერიოდში;
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი-ხუთშაბათი 10:00-დან 19:00-მდე პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე;
- კომფორტული ოფისი;
- კეთილგანწყობილი პერსონალი, ჩაი/ყავა ოფისში;
- საინტერესო სამუშაო პროფესიონალებს შორის;
- Fitpass.
გისურვებთ წარმატებები!