მოლარე-ოპერატორი (თბილისი)

16 March - 15 April
Details
Address
პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Experience
Less than a year
Skills
დეტალებზე ორიენტირებულობა, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

Vacancy description

სს ,,ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსის” 18 მაღაზიას მოიცავს.

სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს ”ელიტ ელექტრონიქსის” ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

დამსაქმებელი:  სს” ელიტ ელექტრონიქსი” 
პოზიციის დასახელება:  მოლარე-ოპერატორი
ადგილმდებარეობა:  თბილისი
დასაქმების ტიპი:  სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: ტესტირება, გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები: 

  • ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
  • გაყიდული ნივთის მოდელის ფასის გადამოწმება;
  • გაყიდული ნივთის გატარება;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
  • ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა;
  • საგარანტიოს გამოწერა;
  • საწყობთან კონტაქტი, მისატანი პროდუქციის მისამართების გადაცემა;
  • საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა;
  • მაღაზიის სასაქონლო ნაშთის ფინანსური აღრიცხვიანობა;
  • მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მოლარე-ოპერატორად / ბუღალტრად მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია უმაღლესი განათლება
პიროვნული მახასიათებლები:

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
Location
პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
16 March - 15 April