იურისტის თანაშემწე

22 მარტი - 05 აპრილი
დეტალები
მისამართი
პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
განათლება
ბაკალავრი

ვაკანსიის აღწერა

პარფიუმერული ქსელი „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სწრაფად განვითარების პარალელურად კომპანია უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო სიახლეებმა და პრეზენტაციებმა დაუყოვნებლივ მოაღწიოს ქართველ მომხმარებლამდე.  ჩვენი პრიორიტეტი  ხარისხი და მრავალფეროვნებაა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას.

„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას  იურისტის თანაშემწის პოზიციაზე:

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის 17ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 10:00–18:00;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება;
  • შიდა დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარებების მომზადება;
  • სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება იურიდიული სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება სასურველია;
დამატებითი ინფორმაცია:

  • კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება HR დეპარტამენტსა და იურიდიულ დეპარტამენტთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 05 აპრილი,  2023 წელი. 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
მისამართი
პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
22 მარტი - 05 აპრილი