სტანდარტული

გაყიდვების მენეჯერი

23 მარტი - 22 აპრილი
დეტალები
მისამართი
გრიგოლ ვოლსკის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1500 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
გაყიდვები
უნარები
გუნდური მუშაობის უნარი, შედეგზე ორიენტირებულობა

ვაკანსიის აღწერა

VR ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:


მოვალეობები:


  • მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც მიმდინარე ასევე დასრულებული პროექტების შესახებ;
  • დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, მათთან ერთად ობიექტის დათვალიერება, შეთავაზების მომზადება, გადახდის პირობების/სხვა დეტალების გაცნობა და პრეზენტაციის სახით სრული ინფორმაციის მიწოდება;
  • ჩატარებული შეხვედრების ბაზაში დაფიქსირება, პროცესის კონტროლი და follow up;
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის ინფორმაციული მეილების გაგზავნა (მათ შორის შერჩეული ბინების გათვლები გადახდის სასურველი პირობებით);
  • Facebook-ზე, WhatsApp-ზე, Viber-ზე და მეილზე შემოსული ლიდების CRM-სისტემაში ასახვა, პოტენციურ კლიენტებთან ზარების განხორციელება, შემოსულ ზარებზე პასუხი/გადამისამართება, წერილებისა და გამოტოვებული ზარების გადამოწმება და ბაზაში ასახვა;
  • კომპანიის მომხმარებელთა ბაზის დამუშავება (ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვის მიზნით არსებული ბაზების მუდმივი განახლება);
  • მოლაპარაკებისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება (end to end process);
  • გაყიდვების ანგარიშგების/ანალიზის წარმოება და მოთხოვნის შესაბამისად მენეჯმენტთან რეპორტინგი;
  • გაყიდული ბინების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება ბუღალტერიისთვის მოთხოვნის შესაბამისად;
  • საიტებზე არსებული პროექტების ფასების მონიტორინგი და განახლებული ინფორმაციის მიწოდება;
  • საიტზე, პრეზენტაციასა თუ სხვა მასალებში არსებული ტექსტების კონტროლი და სწორი თარგმანი საჭიროების შემთხვევაში;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
  • უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  •     გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების მიმართულებით).
  •     ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის, მარკეტინგის, კომუნიკაციების ან მსგავს სფეროში;
  •     რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა. (როგორც ვერბალური, ასევე წერითი)

 

 

პიროვნული უნარები


  •         გუნდური მუშაობის უნარი;
  •         შედეგზე ორიენტირებულობა;
  •         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •         კომუნიკაბელურობა;
  •         დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
  •         დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, 2023 წლის 15 აპრილამდე გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:  

 


სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 

ანაზღაურება: იქსირებული 1500 ლარი + ბონუსური სისტემა (1000 ლარიდან - 5000+)


სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

კატეგორია
მშენებლობა
23 მარტი - 22 აპრილი