საბავშვო ბაღი “ფელიქსი” აცხადებს ვაკანსიას, მენეჯერის პოზიციაზე. "ფელიქსი" არის ადრეული განათლების სივრცე, რომელიც ფუნქციონირებს 2016 წლიდან. ჩვენი მიზანია, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს შევუქმნათ გარემო, სადაც ისინი იგრძნობენ თავს ლაღად და ექნებათ თვითგამოხატვისა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, სადაც ითვალისწინებენ მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებს, სადაც ჰარმონიულად განვითარდებიან და შეიძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად - სკოლაში წასასვლელად.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
მოთხოვნები:
- უმაღლესი (ან არასრული უმაღლესი) განათლება
- სასურველია სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო სფეროში
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად შერჩევის პროცესში
ფუნქციები და მოვალეობები:
- ბაღის პედაგოგების საქმიანობის მონიტორინგი და მართვა
- აღსაზრდელების მშობლებთან და ოჯახებთან ურთიერთობა, ვიზიტების დაგეგმვა
- მონაწილეობა ბავშვების შეფასების პროცესში
- დოკუმენტაციის წარმოება
- თანამშრომლობა მულტიდისციპლინარულ გუნდთან და სამუშაო პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა/დაგეგმვა;
- სასწავლო წლის და სემესტრის შემაჯამებელი/დამამთავრებელი ღონისძიებების დაგეგმვა
- განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და დანერგვა ორგანიზაციაში, ტრენინგებში მონაწილეობის მიღება და სხვ.