,,აჭარა ჯგუფი’’ აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო პროცესის გამართულად წარმართვა;
- დამზადებული პროდუქციის შესაბამის ობიექტზე დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
- თანამშრომელთათვის გადანაწილება და სამუშაო გეგმის დროული/ხარისხიანი შესრულების კონტროლი;
- პროდუქციის ვიზუალის, გემოს, წონის და ხარისხის კონტროლი;
- ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვა;
- აჭარა ჯგუფის კვების ობიექტების მთავარ მზარეულებთან მჭიდრო ურთიერთობა, პროდუქციის მათი მოთხოვნებისამებრ მომზადება;
- ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების, HACCP-ის სისტემის მართვა და კონტროლი;
- დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლი და ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში საკითხის დროული მოგვარების უზრუნველყოფა;
- მოხმარების განსაზღვრა (საჭირო პროდუქტის რაოდენობის განსაზღვრა);
- წარმოების ბიუჯეტირება;
- თანამშრომელთა რაოდენობისა და გრაფიკების განსაზღვრა;
- წარმოების ანგარიშის წარდგენა;
- წარმოების დანახარჯის კონტროლი.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება გამოცდილება;
- განათლება კვებისა და სასმელის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 მაისამდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.